სამშენებლო კომპანიისთვის ბიზნეს გეგმის გაკეთება მინდა მიახლოვებით ფასები ხომ არ იცის ვინმემ?
წამომწყები giorg100, Oct 16 2012 15:19
გამოხმაურებათა რაოდენობა: 10
#1
დაწერილია 16 October, 2012 - 15:19
მინდა გავაკეთო მანსარდები და გავყიდო, ბიუჯეტი მიახლოვებით 100 000 დოლარია, მაინტერესებს ბიზნეს გეგმის ფასი
#2
დაწერილია 16 October, 2012 - 21:34
გამარჯობათ გიორგი [სავარაუდოდ],
მეტად ზოგადი შეკითხვაა ...
ბიზნეს გეგმის დამუშავების ფასი დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე მათ შორის შემსრულებლის კვალიფიკაციაზე, პროეტის ნიუანსებზე, ვადაზე და ა.შ.. ”უხეშად” რომ გიპასუხოთ შეგიძლიათ ბიუჯეტის 1-3 %-ის დიაპაზონში იანგარიშოთ. თჲ უფრო მეტ ინფორმაციას დადებთ აქ ან სხვა სახით მომაწვდით, უფრო კონკრეტულად შემეძლება პასუხის გაცემა.

#3
დაწერილია 17 October, 2012 - 13:46
მადლობა გამოხმაურებისთვის!
გიორგი მქვია ნამდვილად
გეგმის ჩონჩხი და ნაწილობრივ ინფორმაცია მეთვითონ შევადგინე, ვფიქრობ მიახლოვებით 70% შესრულებულია, ფაქტიურად მჭირდება ანგარიშების 3 წლიან პერიოდზე გაწერა. სულ წესით 12-14 გვერდიანი გეგმა უნდა გამოვიდეს დანართების გარეშე, ვფიქრობ საკმარისი იქნება, მინდა რომ მოკლე და კონკრეტული იყოს. შემიძლია მეილზე გადმოგიგზავნოთ და თუ დრო გექნებათ უბრალოდ შეათვალიეროთ და თქვენი აზრი მითხრათ როგორც ბიზნესის ასევე გეგმის შესახებ. დაველოდები თქვენს პასუხს...

#4
დაწერილია 17 October, 2012 - 14:43
პოპულარული
ჩემს ხელმოწერაში მითითებულ მეილზე გადმომიგზავნეთ და დღეს საღამოს გადავხედავ
შენიშვნებსაც პირდაპირ მოგწერთ
შენიშვნებსაც პირდაპირ მოგწერთ
#5
დაწერილია 17 October, 2012 - 17:33
პოპულარული
მოგესალმებით და მინდა გაგიზიაროთ ჩემი მოკრძალებული გამოცდილება მანსარდების თემასთან დაკავშირებით....
1. ყველაზე პრობლემური ნაწილი ამ თემაში არის ~ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის~ ნებართვა მანსარდის მოწყობაზე;
თუ თქვენ ამასთან შეხება გქონიათ... , ანუ ზოგ შემთხვევაში, არქიტექტურის სამსახურიდან ნებართვის ასაღებად საჭიროა ამხანაგობის წევრთა 100%-იანი ხელმოწერა, ზოგ შემთხვევაში, საკმარისი 51%. ვარიანტები ბევრია და აქ არ განვიხილავ;
2. ~ძველი თბილისის ~ რაიონში (სადაც სავარაუდოდ ფასები მეტად მიმზიდველია) არსებობს დამატებითი შეზღუდვები პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებით. აქ იერსახეს ითანხმებს ე.წ. საბჭო , რომელიც საკმაოდ კონსერვატულად არის განწყობილი გარეგნული ცვლილებების მიმართ. თუ არ ხდება კეხის, პარაპეტის აწევა და მხოლოდ სამერცხლურების მოწყობაზეა საუბარი, მაშინ შედარებით ადვილად არის საქმე; გარდა ამისა, ძველი სახლების უმეტესობა ავარიულია და აქ კიდევ გამაგრების და სხვა პრობლემები იჩენს თავს;
3. არსებული კანონმდებლობით, მანსარდის მოწყობა, დაშენება, სამერცხლურების მოწყობა შესაძლებელია, იმ შემთხვევაში, თუ ის ერთიანად - ერთი იერსახის შენარჩუნებით იქნება დაპროექტებული სახლის მთელ პერიმეტრზე (იგულისხმება ექსტერიერის ცვლილებბის შემთხვევაში);
4. როცა ჩნდება ახალი (დამატებითი) საცხოვრებელი (ან თუნდაც სხვა დანიშნულების) ფართი, საჭირო ხდება ე.წ. კოეფიციენტის K-2 -ის ყიდვა, ანუ დამატებითი ფართის უფლების შეძენა და მისი ღირებულება გამოითვლება 5 კომპონენტიანი ფორმულით;
5. ბიზნეს გეგმის გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ კონკრეტული შემთხვევისთვის, ვინაიდან გარდა მოსაწყობი ფართის ყიდვის ღირებულებისა და კოეფიციენტისა, საბოლოო პროდუქტის თვითღირებულებაზე უამრავი ფაქტორი ახდენს გავლენას (თუნდაც - სხვადასხვა სართულზე მასალის აზიდვა სხვადასხვა დანახარჯებს მოითხოვს და ა.შ.)
ამ სიის გაგრძელება კიდევ შეიძლება, თუმცა თემა უდაოდ საინტერესოა თუ ყველა შესაძლო რისკის მაქსიმალურად გათვლას შეძლებთ.
თუ დაგაინტერესებთ, შეგვიძლია ვითანამშრომლოთ კიდევაც მაგ კუთხით.
ყველა შემთხვევაში წარმატებებს გისურვებთ...

#6
დაწერილია 17 October, 2012 - 18:39
მადლობა კონსულტაციისთვის!
მეთვითონ მერიაში ვმუშაობდი 5 წელი და შესაბამისად გარკვეული ვარ ყველა ამ ნიუანსებში რაც თქვენ მომწერეთ, რომლების გათვალისწინების გარეშეც ფაქტიურად შეუძლებელია ამ ბიზნესის განხორციელება. ამ საქმეში გარკვეული გამოცდილებაც მაქვს, 2008 წელს შევისყიდე კორპუსის მთლიანი სხვენი და იზოლირებული მანსარდული ტიპის სართული მოვაწყე, უბრალოდ ძალიან ცუდი პერიოდი დაემთხვა, რაც ვერ გავითვალისწინე წინასწარ და გაჭირვებით შევძელი ვალდებულებების გასტუმრება, ვფიქრობ დგესდგეისობით უკვე შეიდზლება ამ თემის წამოწევა.. იმ დროს ბინებს ისეთი ფასები ჰქონდა რომ ბევრად მომგებიანი იყო ეს საქმე, მაგრამ თურმე ყველაფერი უნდა გაითვალისწინო, მაშინ ამდენი გამოცდილება სამწუხაროდ არ მქონდა.. თუ ვინმეს დააინტერესებს ეს ბიზნესი, შეგვიდზლია განვიხილოთ დეტალები.
ტარიელ მადლობა ყურადღებისთვის, დგეს ფიზიკურად ელექტრო ვერსია არ მაქვს და ხვალ გამოგიგზავნით.

#7
დაწერილია 17 October, 2012 - 19:33
აშკარაა, რომ ბევრნი ნიუანსია ამ საქმეში ... ე.წ. ”ჭანჭიკები”...
მაგრამ ჩემის მოკრძალებული აზრით ესენი მხოლოდ ტექნიკური ნიუანსებია, ასე ვთქვათ მანსარდის ”წარმოების მხარეა”.
მათი გათვალისწინების გარეშე ცხადია არაფერი გამოვა, მაგრამ მაინც ისინი მხოლოდ ტექნიკურ მხარეს წარმოადგენენ ...
მიუხედავად ასეთი ფაქტორების მრავალნაირობისა და პრობლემატურობისა დათვლა მაინც ყველაფრის შეიძლება, საშუალოების მაინც ... მით უმეტეს პრაქტიკაში არასოდეს წინასწარ არ იცი რა და როგორ გამოვა საბოლოოდ ...
უნდა ითქვას ისიც, რომ ნებისმიერ ბიზნეს გეგმაში პროდუქტის წარმოების მხარე მხოლოდ ერთი ნაწილია, მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგრამ მხოლოდ ერთი. ამ მხარესთან არის კიდევ მრავალი სხვა, რაც უნდა გაითვალო წინასწარ, დაწყებული კონკურენციიდან, დამთავრებული ფინანსური მაჩვენებლებით ...

#8
დაწერილია 17 October, 2012 - 20:23
სწორედ მაგიტომ გადავწყვიტე რომ ამჯერად ბიზნესგეგმით დამეწყო ყველაფერი

#9
დაწერილია 18 October, 2012 - 17:13
ტარიელ მეილზე გადმოგიგზავნეთ ჩემი ''ნაშრომი" შენიშვნებს ნუ დაიშურებთ

#10
დაწერილია 18 October, 2012 - 22:53
მივიღე, და ხვალ მივხედავ
#11
დაწერილია 20 October, 2012 - 18:59
პოპულარული
ტარიელ მივიღე თქვენი დეტალური პასუხი, აუცილებლად გავითვალისწინებ როგორც რჩევებს ასევე შენიშვნებს.
მადლობა გვერდში დგომისთვის!
მადლობა გვერდში დგომისთვის!
1 წევრი კითხულობს თემას
0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე