ნახტომი


თანამედროვე მარკეტინგის მართვა
* * * * * 1 ხმა

ქართული კომპანიების პოტენციალი ფრენჩაიზინგის (Franchising) განვითარებისათვის


გამოხმაურებათა რაოდენობა: 4

#1 Jaba Tarimanashvili

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 3 გამოხმაურება
1

დაწერილია 09 December, 2012 - 16:49

*
პოპულარული

ჩვენი მიზანია განვიხილოთ და გავარკვიოთ ქართული კომპანიების პოტენციალი, საკუთარი ბიზნესის ფრენჩაიზინგის განვითარებისათვის.

დღეისათვის საქართველოში აქტიურად ვითარდება ფრენშაიზინგის უფლების ყიდვის მოდელი (Buy a Franchise), მაგრამ მწირია ინფორმაცია ვითარდება თუ არა ქართული კომპანიები ფრენჩაიზინგის მეშვეობით (Franchise Your Own Business) რეგიონულად თუ საერთაშორისო დონეზე.

ქართულ ინტერნეტ სივრცეში, მხოლოდ მ|ჯგუფს აქვს განთავსებული ინფორმაცია საკუთარი ბიზნესის ფრენჩაიზინგთან დაკავშირებით.

ასევე მწირია ლიტერატურა ქართულ ენაზე ფრენჩაიზინგთან დაკავშირებით. ამიტომ შევეცადე წარმომედგინა ფრენშაიზინგის წარმოშობისა და განვითარების მოკლე მიმოხილვა, რომელიც მოცემულია ქვემოთ:



ფრენშაიზინგის ეტიმოლოგია
ფრენშაიზინგი, წარმოიშვა ანგლო-ფრანგული სიტყვისაგან თავისუფლება. შუასაუკუნეების საფრანგეთში Franchir – გათავისუფლება, ხოლო ძველფრანგულში Franc – თავისუფალი. ძველფრანგული ტერმინი Francis – გულისხმობდა, გლეხისთვის ან მონისთვის უფლებების ან უფლებამოსილების მინიჭებას, ინგლისური ტერმინი Enfranchise – განიმარტება, როგორც იმ ადამიანთა უფლებამოსილებით აღჭურვა ვისაც არ გააჩნდა უფლებები. შუასაუკუნეებში მიწათმფლობელი აძლევდა უფლებას თავის მიწაზე ნადირობისათვის მონასა თუ გლეხს, ან ანიჭებდა უფლებას ეწარმოებინა სავაჭრო და სამეურნეო საქმიანობა თავის სამფლობელოში.

ფრენშაიზინგის განმარტება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 607-ე მუხლში მოცემულია განმარტება: ფრენშაიზინგის ხელშეკრულება გრძელვადიანი ვალდებულებითი ურთიერთობაა, რომლითაც დამოუკიდებელი საწარმოები ორმხრივად კისრულობენ, საჭიროების მიხედვით, სპეციფიკურ ვალდებულებათა შესრულების გზით ხელი შეუწყონ საქონლის წარმოებას, გასაღებასა და მომსახურებათა განხორციელებას. ფრენჩაიზინგის, როგორც ბიზნესის წარმოების ერთ-ერთი წარმატებული კონცეფციის, მრავალი განმარტება არსებობს. ფრენჩაიზინგის არსი მდგომარეობს ფრენჩაიზორის მიერ ფრენჩაიზერებთან დამყარებულ ურთიერთობაში. ბიზნესში ფრენჩაიზორი (the franchisor) გადასცემს ლიცენზიას თავისი სავაჭრო ნიშნის გამოყენებაზე (ფრენჩაიზორი ბრენდები მაგ.: Wendy’s ან McDonald's), ფრენჩაიზინგის ოპერირების მეთოდზე (ბიზნესის მართვის სისტემა, პროგრამული უზრუნველყოფა და ა.შ.), პიროვნებას ან ჯგუფს (the franchisee), რომელიც თანხმდება იმოქმედოს კონტრაქტის პირობების შესაბამისად (the franchising agreement). ფრენჩაიზორი (უფლების გამცემი) უზრუნველყოფს დახმარებას, სწავლებას, ოპერაციების კონტროლს, რათა ფრენჩაიზიმ (ოპერატორმა) შეძლოს ბრენდის ერთგულება და ხარისხის მოთხოვნებთან შესაბამისობა. სანაცვლოდ, ფრენჩაიზი უხდის ფრენჩაიზორს საწყის გადასახადს (franchising fee) და მუდმივ მოსაკრებელს (როიალტი) სავაჭრო ნიშნისა და საოპერაციო მეთოდების გამოყენებისათვის. უფრო მოკლედ რომ განვმარტოთ, ფრენშაიზინგი არის ერთი წარმატებული კომპანიის ბიზნესის მართვის მოდელის, მეორე კომპანიის მიერ გამოყენება, სალიცენზიო და როიალტის გადასახადის სანაცვლოდ. ქართულ ლიტერატურაში ვხვდებით Franchising-ს როგორც ფრენშაიზინგი (სსკ), ფრენჩაიზინგი (ბიზნეს ლიტერატურა), და ფრანჩაიზინგი (ინტერნეტი), სამივე ტერმინი ერთსა და იმავე ბიზნესის მართვის და განვითარების კონცეფციას გულისხმობს.

ფრენჩაიზინგის ევოლუცია

სხვა და სხვა ისტორიულ წყაროში და ერთმანეთისაგან განსხვავებულ მოსაზრებებს ვხვდებით. ფრენშაიზინგის ამერიკელი კონსულტანტი და წიგნის ავტორი მაიკლ სეიდი ამტკიცებს, რომ ბენჯამინ ფრანკლინი იყო პირველი ვინც, 1733 წელს გააფორმა ექვს წლიანი კონტრაქტი, რამაც საშუალება მისცა მესტამბე თომას ვიტმარშს სამხრეთ კაროლინაში, ემოქმედა პირობებში, რაც დღეისათვის ცნობილია, როგორც ფრენშაიზინგი. სერ ჰაროლდ ევანსი, ჟურნალისტი და მრავალი წიგნის ავტორი, ამტკიცებს, რომ პირველად ფრენშაიზინგის ბიზნეს კონცეფცია დანერგა მარტა მატილდა ჰარპერმა 1891 წელს, რომელმაც შექმნა პირველი სილამაზის სალონების ქსელი, მასვე ეკუთვნოდა პროდუქცია: ორგანული შამპუნი, დახრილი სავარძელი საპარიკმახეროებისთვის, პროდუქციის გამრავალფეროვნებისათვის განავითარა თმის შესაღები და კოსმეტიკური საშუალებები. კენ ჰოლოველის მიმოხილვაში, ფრენშაიზინგის ისტორია იწყება შუა საუკუნეებში (ჩვ. წ.ა. 400-1500წწ.) ადგილობრივი თვითმმართველობები გასცემდნენ ლიცენზიებს ცნობილ ადამიანებზე, რომელთაც ეძლეოდათ უფლება აეკრიბათ გადასახადები, ან გარკვეული გადასახადის აღებით გადაეცათ ლიცენზია მესამე მხარისათვის რათა მათ ემართათ სახელოსნოები დამოუკიდებლად. აღსანიშნავია ასევე თანამედროვე ფრენშაიზინგის განვითარება, ამერიკაში 1851 წლიდან, ისააკ მერიტ სინგერის მიერ, რომელიც ცნობილია სინგერის საკერავი მანქანის გამოგონებით (საქართველოში ცნობილია, როგორც „ზინგერი“ შემოვიდა რუსულიდან). სამომხმარებლო ბაზარზე შესვლისას სინგერი წააწყდა ორ პრობლემას: 1) მომხმარებელს უნდა გაევლო მომზადება საკერავი მანქანის შეძენამდე, მოხმარებასთან დაკავშირებით, 2) არ გააჩნდა საკმარისი კაპიტალი საკერავი მანქანის დიდი რაოდენით საწარმოებლად. არსებული პრობლემიდან გამომდინარე სინგერი მივიდა იდეამდე, რომ მიენიჭებინა უფლება ბიზნესმენებისათვის სხვა და სხვა რეგიონში, რომლებიც მოახდენდნენ აღნიშნული საკერავი მანქანის რეალიზაციას, მყიდველის შესაბამისი მოხმარების მომზადების უზრუნველყოფით. აღნიშნული ბიზნესის წარმართვის მოდელი დაეხმარა სინგერს სწრაფად განევითარებინა საქმიანობა, გასაღების ბაზრების არეალი, ხოლო პარტნიორებიდან მიღებული სალიცენზიო გადასახადით მოიზიდა კაპიტალი წარმოების გაფართოებისათვის. ასევე საინტერესოა რეი კროკის მიერ 1955 წლიდან მაკდონალდსის სწრაფი-კვების რესტორნების განვითარების ისტორია, რომელიც წარმატებულად მუშაობს ფრენჩაიზინგის მეშვეობით მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც.

ფრენჩაიზინგის განვითარების ქრონოლოგია
იმისათვის რომ ქრონოლოგიურად დავალაგოთ ისტორიულ წყაროებში მოცემული თარიღები აუცილებელია გავმიჯნოთ ფრენჩაიზინგი, როგორც სახელმწიფოს ან ფეოდალის მიერ გაცემული პრივილეგია ან თავისუფლება, რომელიც საშუალებას აძლევდა უფლების არმქონე ადამიანს ემოქმედა გარკვეული უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი საფასურის გადახდის სანაცვლოდ და თანამედროვე ფრენჩაიზინგი, სადაც წარმატებული ბიზნესის მფლობელი სთავაზობს მეთოდოლოგიას, სავაჭრო ნიშანს და პროდუქციას მესამე მხარეს სალიცენზიო და როიალტის გადასახადის სანაცვლოდ


ლიტერატურა


შენგელია 2012: შენგელია თ., საერთაშორისო მენეჯმენტი, თბ., 2012.


ჰერმან 2012: Maria L. Herman, Brief History of Franchising, განთავსებულია // ელ. მის.: http://www.franchise-law.com/PracticeAreas/Brief-History-of-Franchising.asp

სამსონიძე 2010: ვეფხია სამსონიძე, კომპანია “მაკდონალდსის” ისტორია,
განთავსებულია 2 ნოემბრიდან, 2010 // ელ. მის.: http://aaf.ge/index....&rubr=0&mas=178

ელ. მის.: http://mmhbook.wordp...nd-franchising/

ელ. მის.: http://www.nwhm.org/...matilda-harper/

ელ. მის.: http://www.franchise....aspx?id=35974#

ელ. მის.: http://www.evancarmi...RANCHISING.html

ელ. მის.: http://www.mgroup.ge...id=271&lang=geo

კომპანია სინგერის ისტორია // ელ. მის.: http://www.singercom.ru/about/

აქ თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ თითოეული დარეგისტრირებული წევრის გამოხმაურება. ამისათვის საჭიროა გამოხმაურების ბლოკის ქვედა მარჯვენა კუთხეში პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!

#2 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,933 გამოხმაურება
33

დაწერილია 09 December, 2012 - 20:37

გამარჯობა ჯაბა,

ფრანჩაიზინგი ადრეა ალბათ იმ კომპანიებისათვის, რომელთაც თავისი ბრენდი და საქმიანობა ადგილზეც ვერ აუგიათ რიგიანად. აწყობილი კი ეს ყველაფერი თან საქმე ისეთი, რომ საფრანჩაიზინგოთ გამოდგებოდეს ალბათ ცოტაა ...
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
მობ: +995 577 73 79 64
http://tarielzivzivadze.ge

#3 Jaba Tarimanashvili

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 3 გამოხმაურება
1

დაწერილია 11 December, 2012 - 14:07


ტარიელ,


საქართველოში მრავალი კომპანიაა, რომელიც საკმაოდ მაღალ დონეზე ეწევა ბიზნეს საქმიანობას.


იმისათვის, რომ კომპანიამ საკუთარი ბიზნესის ფრენჩაიზინგზე იფიქროს, შემდეგ კითხვებს უნდა გასცეს პასუხი დადებითად:

  • თქვენ წარმატებით ახორციელებთ ბიზნეს საქმიანობას მინიმუმ ერთი წელი მაინც?
  • თქვენი ბიზნესი მომგებიანია?
  • შეგიძლიათ წარმოადგინოთ აუდიტირებული ანგარიშგება?
  • გაამართლა თქვენმა ბიზნეს კონცეფციამ? შეგიძლიათ განახორციელოთ საქმიანობა გრძელვადიან პერსპექტივაში?
  • თქვენი კომპანია ოპერირებს კონკრეტულ საბაზრო სეგმენტში (ნიშა) ან სთავაზობთ რაიმე განსხვავებულს?
  • შესაძლებელია თუ არა თქვენი ბიზნესის კოპირება და ადვილად სწავლება?
  • სთავაზობთ საინტერესო ბიზნესს და მისი მფლობელი იქნება კმაყოფილი (ამაყი)?
  • შეგიძლიათ აიღოთ ვალდებულება თქვენი ბიზნესის გრძელვადიანი წარმატების უზრუნველსაყოფად?
  • შეგიძლიათ ლიდერობის, ეფექტიანი მენეჯმენტის, მოტივაციისა და დახმარების უზრუნველყოფა?
  • შეგიძლიათ შესთავაზოთ ფრენჩაიზინგი იმ ფასად, რომ გაამართლოს თავისი ღირებულება და უზრუნველყოს ინვესტიციის (კაპიტალდაბანდების) რენტაბელურობა მოკლე თუ საშუალოვადიან პერიოდში?
  • გაქვთ საკმარისი თანხა, იმისათვის, რომ დააფინანსოთ ფრენჩაიზინგის განვითარება. ასევე მოთმინება და გაცნობიერება იმის, რომ ფრენჩაიზინგის განვითარება ნელი პროცესია და რამოდენიმე წელი სჭირდება წარმატების მიღწევას.
  • ბოლოს, დაუსვით კითხვა საკუთარ თავს: თქვენ რომ აპირებდეთ ფრენჩაიზის ყიდვას, იყიდით თუ არა ამ კონკრეტული ბიზნესის მართვის კონცეფციას? თუ პასუხი დადებითია, მაშინ თქვენ მზად ხართ შექმნათ ფრენჩაიზინგის ბიზნეს მოდელი.

ლიტერატურა:

ელ. მის.: http://www.franchise...y-to-franchise/

#4 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,933 გამოხმაურება
33

დაწერილია 12 December, 2012 - 00:01

ამ კითხვათა უმრავლესობა თეორიული შეკითხვებია და ადვილი არ არის მათზე დამაკმაყოფილებელი პასუხის გაცემა. თუმცა გეთანხმები იმაში, რომ გვაქვს ჩვენ წარმატებული ბიზნეს მოდელებიც ...
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
მობ: +995 577 73 79 64
http://tarielzivzivadze.ge

#5 Jaba Tarimanashvili

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 3 გამოხმაურება
1

დაწერილია 19 December, 2012 - 17:22

ინფორმაციისათვის, ენათმეცნიერების ინსტიტუტის ვერდიქტი ტერმინის ქართულად ხმარებასთან დაკავშირებით ასეთია:

სწორი ფორმაა "ფრანჩაიზინგი", ასე დაასკვნეს ინგლისურის მიხედვით.

2013 წლის ფრანჩაიზორების ათეული (Top 10 Franchises for 2013)


RANK

FRANCHISE NAME

STARTUP COSTS
1

Hampton Hotels
$3.7M - 13.52M 2

Subway
$85.2K - 260.35K 3

Jiffy Lube Int'l. Inc.
$196.5K - 304K 4

7-Eleven Inc.
$30.8K - 1.64M 5

Supercuts
$103.55K - 196.5K 6

Anytime Fitness
$56.3K - 353.9K 7

Servpro
$133.05K - 181.45K 8

Denny's Inc.
$1.18M - 2.4M 9

McDonald's
$1M - 2.16M 10

Pizza Hut Inc.
$295K - 2.15M




1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე



 Link პარტნიორები
ბიზნესის დაგეგმვა
MARNET
ტარიელ ზივზივაძე

განათლება
შენი განათლების გზამკვლევი
Targmne.com
International Students' Business Olympiad
სტრატეგიული ბიზნეს სიმულაცია - bstrat

დასაქმება / HR
Staff.ge

ინტერნეტი & IT
SEO და ინტერნეტ მარკეტინგი
SMS ქისა
Fonts.ge - ქართული ფონტები
კომპანია Singular-ის ბლოგი
Sanishne.com
ბლოგი Business Cafe
ინფორმაცია
Бизнес Грузия

მარკეტინგი & PR
ბლოგი MSG Partisani
PR სააგენტო პროფილი
Publicity.ge
მარკეტინგი - Marketing.ge

ტურიზმი
Georgian Tourism Association
კომპანია ჰარმონია
პროფკურორტი

უძრავი ქონება
101.ge
Privatservice-Tbilisi Real Estate



Share