ნახტომი





- - - - -

ქართული ბრენდის დღე 2013


გამოხმაურებათა რაოდენობა: 2

#1 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 20 December, 2013 - 10:35

პრესრელიზი

დაუყოვნებლივ გავრცელებისთვის
საკონტაქტო პირი: მანანა გეგია
ტელ: 555 32 55 09; 591 992721; 294 36 03
ელ-ფოსტა: info@profile.com.ge
ვებ-გვერდი: www.profile.com.ge / www.georgianbrand.ge
მისამართი: წინამძღვრიშვილის ქ.107



„ქართული ბრენდის დღე 2013

26 დეკემბერს, 19 საათზე სასტუმრო ,,შერატონ მეტეხი პალასში’’ გაიმართება ,,ქართული ბრენდის დღის’’ დასკვნითი ღონისძიება - გამარჯვებული ნაციონალური ბრენდების დაჯილდოების გრანდიოზული ცერემონიალი;



„ქართული ბრენდის დღე“ წელს მეთერთმეტედ უმასპინძლებს მრავალრიცხოვან აუდიტორიას;
„ქართული ბრენდის დღის“ დამფუძნებელი და ორგანიზატორია საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილი“.
„პროფილი კვლევის“ მიერ გამოვლინდა გამარჯვებულები ხუთ ძირითად ნომინაციაში:
  • ლიდერი
  • რეპუტაცია და ნდობა
  • ახალი ქართული ბრენდი
  • წარმატებული ტელე-პროექტი
  • ბრენდ-პერსონა
პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული ბრენდების ფორმირება - პოპულარიზაციას შიდა და გარე ბაზარზე, კომპანიების ჯანსაღი კონკურენციის მეთოდებისა და ტექნოლოგიების დამკვიდრებას, ეთიკური ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებას; კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობის სტიმულირებას, საქართველოს ბიზნესში მიმდინარე პოზიტიური პროცესების მხარდაჭერასა და საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდებას.


ბრენდების დაჯილდოების ყოველწლიური კონკურსი მრავალ ქვეყანაში პოპულარობით სარგებლობს და ყველგან წარმატებულია. სწორედ, ამ ფაქტმა უბიძგა პროექტის ავტორებს, საქართველოშიც დაემკვიდრებინათ ბრენდების დაჯილდოების ეროვნული დღესასწაული.

„ქართული ბრენდის დღეს“ 2003 წელს ჩაეყარა საფუძველი. მაშინ, როცა ჩვენი ქვეყანა უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. პირველი ღონისძიება სალონური ტიპის გახლდათ და მხოლოდ ღვინის მწარმოებელი კომპანიები მონაწილეობდნენ. „ქართული ბრენდის დღე“ ყოველწლიურად ვითარდება და ფართო მასშტაბებს იძენს.

მანანა გეგიძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილის“ დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი:
როცა პროექტზე დავიწყეთ მუშაობა, სიტყვა „ბრენდი“ იმდენად უცხო იყო საზოგადოებისთვის, რომ მისი მნიშვნელობის ახსნა ხშირად გვიწევდა... მას შემდეგ ათეული წელი გავიდა, ქართულ სინამდვილეში გაჩნდნენ ახალი კომპანიები, დაიწყეს დამკვიდება ბაზარზე და ბრენდად ჩამოყალიბების ეტაპების გავლა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართულმა ბრენდებმა შიდა და გარე ბაზარზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. ქართული ბრენდების სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვება, წლის პრესტიჟული ჯილდო გახდა, ხოლო „ქართული ბრენდის დღე“ - ნაციონალურ დღესასწაულად იქცა.

ელგუჯა მარღია, საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილის“ დამფუძნებელი, საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელი, საინფორმაციო ანალიტიკური პორტალ „ქართული ბრენდის“ მთავარი რედაქტორი:
ჩვენი დიდი მონდომებისა და ძალისხმევის შედეგად, „ქართული ბრენდის დღე“ ერთ-ერთ წარმატებულ პროექტად ჩამოყალიბდა. მისი დაარსებისკენ მსგავსი კონკურსების გამართვის მსოფლიო ტრადიციამ გვიბიძგა; თუმცა პროექტი არ არის რომელიმე ღონისძიების კალკი. ის სავსებით მორგებულია ქართულ რეალობას. როდესაც „პროფილი“ დავაფუძნეთ და პროექტზე მუშაობა დავიწყეთ, საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში ინფორმაცია ძალიან მწირი იყო, შესაბამისად, პიარტექნოლოგიებზე მოთხოვნაც, დღევანდელ რეალობასთან შედარებით, თითქმის უმნიშვნელო გახლდათ. ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ პროექტის იმიჯისა და რეპუტაციის ასამაღლებლად. გვჯერა, რომ ჩვენი პროექტი ხელს უწყობს ჯანსაღ კონკურენციას, ბაზარზე კომპანიების სწორ პოზიციონირებას და მთელი წლის საქმიანობის ერთგვარ შეჯამებას წარმოადგენს.

პროექტის პარტნიორები და საინფორმაციო მხარდამჭერები: საქართველოს ფოსტა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აიტი ექსპერტი, ტრენინგ ცენტრი, „რუსთავი 2“, „მაესტრო“, „პირველი არხი“, „მესამე არხი“, „იმედი“, რადიო „ფორტუნა“, „ფორტუნა პლუსი“, რადიო „ერთი“, რადიო „პოზიტივი“, საინფორმაციო სააგენტო „პირველი“, „ივერონი“, ჟურნალი „სარკე“, გაზეთი „პრაიმტაიმი“, ჟურნალი „ეგო“, „პალიტრა მედია.“

თანდართული ფაილ[ებ]ი


საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#2 Elguja Margia

    L5: შთამაგონებელი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,543 გამოხმაურება
1

დაწერილია 24 December, 2013 - 13:18

ტარიელ! მოგესალმები და გისურვებ წარმატებებს! იმედია, მოიცლი და გვესტუმრები! დიდი მადლობა ,,პრესრელიზის'' გავრცელებისთვის; სამწუხაროდ, გაიპარა მცირე შეცდომები და თუ მოგიხერხდება, ჩაასწორე. ორჯერ არის გამოყენებული სიტყვა ,,უმასპინძლებს''; ასევე ნომინაციაში უნდა იყოს: ,,ახალი ქართული ბრენდი'' ,,წარმატებული ახალი სახელის'' ნაცვლად...პატივისცემით...
Elguja Marghia
Head of consulting group
Public Relations agency PROFILE
0164, Georgia, Tbilisi
107 Tsinamdzgvrishvili str;
Tel/Fax:+(995 32) 94 36 03
Mob:+(995 99) 18 80 93
info@profile.com.ge
www.profile.com.ge
www.georgianbrand.ge

#3 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 25 December, 2013 - 11:41

გავასწორე!
მადლობა მოწვევისათვის.
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share