ნახტომი





- - - - -

SOS: ჩინური საფრთხე


გამოხმაურებათა რაოდენობა: 257

#1 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 02 November, 2005 - 15:39

ამ ბოლო ხანებში 4000-მდე ჩინელის ჩამოსვლა და მათ მიერ თბილისის ქუჩებში თავიანთი პროდუქტების გაყიდვა ვფიქრობ საყურადღებო ფაქტია. ეგენი წალეკავენ აქაურობას, თუ დროულად არ მიექცა ყურადღება. თან ხალხის ხომ იცით ... მიაწყდებიან იაფს

თქვენ როგორ ფიქრობთ, არის ეს საფრთხე თუ არა?
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#2 Sophie Amiranashvili

    L8: პროფესიონალი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 10,227 გამოხმაურება
0

დაწერილია 02 November, 2005 - 15:44

Tariel Zivzivadze, Nov 2 2005, 03:39 PM -ში, განაცხადა:

თქვენ როგორ ფიქრობთ, არის ეს საფრთხე თუ არა?

<{POST_SNAPBACK}>


ტარიელ, კონკრეტულად რის საფრთხეს გულისხმობ? ქუჩები რომ არ წალეკონ, იმისი? ისე, თუ მართლაც ქუჩაში გამოეფინნენ, საფრთხე შორს არ იქნება :)
Sophie Amiranashvili

Linxtelecom Georgia LLC
Sales Manager Georgia

GSM: +995 99 22 15 40
Office: +995 32 56 68 73

#3 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 02 November, 2005 - 16:09

Sophie Amiranashvili, Nov 2 2005, 04:44 PM -ში, განაცხადა:

ტარიელ, კონკრეტულად რის საფრთხეს გულისხმობ? ქუჩები რომ არ წალეკონ, იმისი? ისე, თუ მართლაც ქუჩაში გამოეფინნენ, საფრთხე შორს არ იქნება

<{POST_SNAPBACK}>


დელისთან უკვე თავისი მაღაზიაც აქვთ, ასე რომ მარტო ქუჩით არ იფარგლებიან. ქუჩაა სწორედ ის ადგილი, რომელსაც პირველ რიგში წალეკავენ, ანუ ბაზრობები ... და რამე ...
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#4 Sophie Amiranashvili

    L8: პროფესიონალი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 10,227 გამოხმაურება
0

დაწერილია 02 November, 2005 - 16:12

Tariel Zivzivadze, Nov 2 2005, 04:09 PM -ში, განაცხადა:

ქუჩაა სწორედ ის ადგილი, რომელსაც პირველ რიგში წალეკავენ, ანუ ბაზრობები ... და რამე ...

<{POST_SNAPBACK}>


ხო, სწორედ რომ ეგაა პრობლემა. მაღაზიას თავი გაანებე, ცოტა ცივილიზებული მაინცაა, ეგრე თუ იქნება არაუშავს,მაგრამ ქუჩაში ვაჭრობა რა უბედურებაა, სად ვცხოვრობთ? მართლა წალეკავენ აქაურობას, ქუჩაში რომ მიესევა ხალხი მერე ნახე...
Sophie Amiranashvili

Linxtelecom Georgia LLC
Sales Manager Georgia

GSM: +995 99 22 15 40
Office: +995 32 56 68 73

#5 Nikoloz Avaliani

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 226 გამოხმაურება
1

დაწერილია 02 November, 2005 - 16:30

მეც შევნიშნე ეგენი. ქუჩაში მართლაც არ არის კარგი მაგრამ რამე იაფს თუ გაყიდიან კარგია. განსაკუთრებით იმ პროდუქციას რომლის წარმოების ხარჯები ჩვენთან გაცილებით მეტია ვიდრე მათთან. და მერე ჩვენთანაც იყიდიან რამეს.

#6 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 02 November, 2005 - 18:21

ისე,

რასაც მაგენი ყიდიან, საქართველოში მაინც არ კეთდება ძირითადში, შემოდის, ამიტომაც დიდად შეიძლება არ ვიზარალოთ. მაგრამ ტილიზ ამბავი ხომ იცით? ხელზე რომ შეისვამ, თავზე შეგაღოღდებაო ...
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#7 Irakli Betchvaia

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,772 გამოხმაურება
1

დაწერილია 02 November, 2005 - 21:33

Tariel Zivzivadze

ციტატა

რასაც მაგენი ყიდიან, საქართველოში მაინც არ კეთდება ძირითადში, შემოდის, ამიტომაც დიდად შეიძლება არ ვიზარალოთ. მაგრამ ტილიზ ამბავი ხომ იცით? ხელზე რომ შეისვამ, თავზე შეგაღოღდებაო ...


ტარიელ, თუ საქართველო ამ პროდუქტს არ უშვებს, მაშინ სხვა მწარმოებელი იზარალებს, საქართველო კი პირიქით ფულს დაზოგავს.

რაც შეეხება ქართული ნაწარმის კონკურენციას, მემგონი მსგავსი პრობლემის წინაშე სხვა სახელმწიფოებიც დგანან. დამატებითი გადასახადების ანდა ნორმების დაწესება იმპორტზე არა მგონია კარგი იყოს. თუკი შენ სხვისგან არაფერს იყიდი, არც შენგან იყიდიან რამეს. აქ ალბათ თვით ხალხმაც უნდა გაითვითცნობიეროს, რომ ქართული ნაწარმის ყიდვით ის საქართველოს ინდუსტრიას უწყობს ხელს.

ქუჩაში ვაჭრობა კი მემგონი საერთოდ უნდა აიკრძალოს. ჩვენთან ქალაქში მაგალითად მხოლოდ კვირაში ერთ დღეს მთავარ მოედანზე იმართება ბაზრობა. დილით თვითონ აწყობენ დახლებს და საღამოს თვითონვე ხსნიან. დანარჩენ დღეებში ის ადგილი ცარიელია.
Der Gott ist tot!

#8 Irakli Betchvaia

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,772 გამოხმაურება
1

დაწერილია 02 November, 2005 - 21:36

მემგონი კარგი იქნებოდა მხატვრული ფილმების გადაღება პროპაგანდისთვის, სადაც ხალხს აუხსნიან, რომ მაგ. განათლება კარგია ანდა ქართული პროდუქტის ყიდვა სასარგებლოა. მემგონი ფილმი ყველაზე ეფექტიური იქნება ამ მიზნით.
Der Gott ist tot!

#9 Nino Ugulava

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 114 გამოხმაურება
0

დაწერილია 03 November, 2005 - 15:19

ჩინური საფრთხე?!

აშშ სავსეა ჩინელებით, უფრო ძლიერი ეკონომიკა თუ გეგულებათ სადმე?

ჩინელების მომრავლება ერთ საინტერესო ფაქტორზე მიანიშნებს ე.ი. საქართველოში ცხოვრების დონე უფრო მაღალია ვიდრე რომელიმე მიყრუებულ ჩინურ სოფელში... ამიტომ ჯერ ერთი ჩინელი ჩამოდის დაზვერვის მიზნით შემდეგ ორი და ბოლოს მათ დინებას აღარ აქვს საზღვარი... ძალიან უპრეტენზიო და მშრომელი ხალხია და ამიტომ ყველგან ადვილად იკიდებენ ფეხს...

ამ პროცესის გაკონტროლება შეუძლებელია, იმიტომ რომ მაგ. აშშ-ში ჩადიან როგორც ლეგალური ასევე არალეგალური გზით, რაც უფრო აიწევს ცხოვრების დონე საქართველოში უფრო იმატებს ჩინელების რიცხვი;

#10 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 03 November, 2005 - 16:36

ესე იგი გვთავაზობ, რომ საქართველოში ჩინელთა რაოდენობა მეტყველებს ქვეყნის განვითარების დონეზე?
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#11 Nika Rostomashvili

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 120 გამოხმაურება
0

დაწერილია 04 November, 2005 - 01:27

Tariel Zivzivadze, Nov 2 2005, 03:39 PM -ში, განაცხადა:

ეგენი წალეკავენ აქაურობას, თუ დროულად არ მიექცა ყურადღება.

<{POST_SNAPBACK}>


მე ვერ გავიგე რაშია პრობლემა, იმაში რომ ჩინელები უფრო ორგანიზებულად და კარგად აწარმოებენ ბიზნესს ვიდრე ჩვენ? თუ ეს ასეა, ამას ვერაფრით ვერ ვუშველით. თანამედროვე მსოფლიო ბაზრის დემოკატიზაციის პირობებში წალეკვის საფრთხე ყველას ემუქრება. თუ ჩვენ არ დავდექით მოწოდების სიმაღლეზე, წაგვლეკავენ აბა რა! ეს ჩინელი იქნება თუ პაკისტანელი რა აზრი აქვს.
დღეს საქართველოში თითქმის ჩველა სფეროში ვხედავთ, რომ არის მოთხოვნა და არ არის შესაბამისი მიწოდება ამაზე მეტი რა გინდა კაცს ფულის საშოვნელად! ჩვენ ვართ პასიურები აი ეს არის მთავარი პრობლემა და თუ ჩვენთვითონ ვერ ავითვისებთ იმ შესაძლებლობებს რაც გაგვაჩნია, აითვისებს სხვა. ამას ვერავითარი ხელოვნურად შექმნილი ბარიერები უცხოურ საქონელზე და სხვა ამდაგვარი "მაქინაციები" ვერ უშველის!

რედაქტორი Nika Rostomashvili, 04 November, 2005 - 01:36.


#12 Nino Ugulava

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 114 გამოხმაურება
0

დაწერილია 04 November, 2005 - 15:29

ტარიელ,

მე არაფერს არ გთავაზობ:D

მე მხოლოდ ფაქტებზე ვამახვილებ კონფერენციის მონაწილეთა ყურადღებას...

რაც უფრო აიწევს ცხოვრების დონე საქართველოში მით უფრო იმატებს მიგრანტთა ნაკადი სხვადასხვა განვითარებადი თუ განვითარებული ქვეყნებიდან... ეს ყოველთვის ასე ხდება.. და ეს დაკვირვება სხვათაშორის ეკუთვნის ერთ ცნობილ ავსტრიელ ექსპერტს, რომელმაც საფუძვლიანად შეისწავლა ჩინელების მიგრაციის მიზეზები; ეს პროცესი უკვე მოხდა აშშ-სა და ევროპაში და უნდა ვენდოთ მათ გამოცდილებას...

#13 Giorgi Kalatozishvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,205 გამოხმაურება
1

დაწერილია 04 November, 2005 - 16:43

Nino Ugulava
კი, ვენდოთ და მერე ვიქნებით გერმანიის დღეში ხო? სადაც ომის შემდგომ პერიოდში დაიძრა ნახევარი თურქეთი:D და დღეს ამის შედეგად რა მიიღეს? თურქი ნაციონალისტები! ასეთი რამ არ გამიგია, მაგრამ ფაქტია.
გიორგი კალატოზიშვილი
პიარისა და კომუნიკაციების სპეციალისტი

მობ.: (+995 74) 999 356
(+995 95) 414 118

#14 Nino Ugulava

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 114 გამოხმაურება
0

დაწერილია 04 November, 2005 - 17:24

გიორგი,

მე მგონი საკითხი არასწორადაა დასმული...
წაგვლეკავენ და რამე უნდა ვიღონოთ ა.შ.

იმ დროს როდესაც საქართველოს მოსახლეობის 1/4 ემიგრაციაშია და ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს, როდესაც მილიონზე მეტი ქართველი საზღვარგარეთაა არ შეიძლება ჩვენ ქვეყნის საზღვრები ჩავკეტოთ და უცხოელებს მტრულად დავხვდეთ... წარმოიდგინე ქართველები იმავე მდგომარეობაში, როდესაც ბევრს თავისი ოჯახის რჩენის სხვა გზა არ აქვს... მიგრაცია გლობალიზაციის პროცესის ერთერთი შედეგია და ჩემი აზრით უფრო დადებითი ასპექტები უნდა ვეძებოთ მასში;

#15 Nino Ugulava

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 114 გამოხმაურება
0

დაწერილია 16 November, 2005 - 12:09

გაიგეთ ერთი კვირის წინ რუსთაველზე სამი ჩინელი რომ დაუჭრიათ?

#16 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 16 November, 2005 - 12:23

ძალიან საინტერესო ინფორმაცია:
საქართველოს არ ვიცი და მსოფლიო ეკონომიკაზე რომ მალე გლობალურ გავლენას მოახდენს ჩინეთი უდავოა.
ერთ კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან. 2000-2002 წლებში მოხდა აი-ტი სფეროში სერიოზული ინვესტიციების ჩადება ინდოეთში. 2-3 წელიწადში იგივე მოხდება, ოღონდ გაცილებით დიდი მასშტაბებით, ჩინეთში. რა მაძლევს ამის თქმის საფუძველს?
ამჟამად დაკავებული პროგრამირებაში მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალის ორგანიზებით. გუშინწინ ვათვალიერებდით შარშანდელ მონაცემებს. ჰოდა საოცარი მონაცემებია ჩინეთიდან და მიმდებარე რეგიონებიდან. ნახევარფინალში გასული გუნდების რიცხვი გაზრდილია მინიმუმ 1,5-ჯერ ხოლო ზოგ რეგიონში 4-ჯერ! მაშინ როცა საშუალო ზრდა სხვა რეგინებში არის 10-20%! თუ ასე გაგრძელდა, რამოდენიმე წელიწადში ჩინელი აი-ტი სფეროებში სპეციალისტების რიცხვი ისეთ კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს, რომ მათ შეეძლებათ ნებისმიერი მეცნიერებატევადი ტექნოლოგიების ათვისება, და შესაბამისად, სერიოზული ზემოქმედების მოხდენა მსოფლიო ეკონომიკაზე...

რედაქტორი Lasha Shamatava, 16 November, 2005 - 12:24.

Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#17 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 16 November, 2005 - 12:26

Nino Ugulava, Nov 4 2005, 06:24 PM -ში, განაცხადა:

იმ დროს როდესაც საქართველოს მოსახლეობის 1/4 ემიგრაციაშია და ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს, როდესაც მილიონზე მეტი ქართველი საზღვარგარეთაა არ შეიძლება ჩვენ ქვეყნის საზღვრები ჩავკეტოთ და უცხოელებს მტრულად დავხვდეთ... წარმოიდგინე ქართველები იმავე მდგომარეობაში, როდესაც ბევრს თავისი ოჯახის რჩენის სხვა გზა არ აქვს... მიგრაცია გლობალიზაციის პროცესის ერთერთი შედეგია და ჩემი აზრით უფრო დადებითი ასპექტები უნდა ვეძებოთ მასში;

<{POST_SNAPBACK}>


ნინო, სავსებით გეთანხმები. მეორეს მხრივ, ჩვენც ისედაც ბევრი რამ გვაქვს ჩინელებისგან სასწავლი. ეს მაინც არ არის 1-2-3 საუკუნის ცივილიზაცია. :)
Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#18 Nino Ugulava

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 114 გამოხმაურება
0

დაწერილია 16 November, 2005 - 15:38

ლაშა,
მე პირადად ჩინელების თვისებებში მომწონს მათი თავმდაბლობა, უამბიციურობა, შრომისმოყვარეობა და რაც მთავარია ყველას მირჩევნია ჩინური სამზარეულო... :) ჩემი აზრით თბილისს ძალიან უხდება ჩინური რესტორნები...

#19 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 16 November, 2005 - 17:47

Nino Ugulava, Nov 16 2005, 04:38 PM -ში, განაცხადა:

მე პირადად ჩინელების თვისებებში მომწონს მათი თავმდაბლობა, უამბიციურობა, შრომისმოყვარეობა და რაც მთავარია ყველას მირჩევნია ჩინური სამზარეულო...  ჩემი აზრით თბილისს ძალიან უხდება ჩინური რესტორნები...

<{POST_SNAPBACK}>


სამწუხაროდ, ჩინელებს მხოლოდ ფილმებიდან ვიცნობ ჯერ-ჯერობით. და მეც სწორედ ეს თვისებები მომწონს მათში. რაც შეეხება ჩინურ სამზარეულოს, მეტ-ნაკლებად ვიცი მათი მიდგომა ამ საკითხისადმი მხოლოდ და მხოლოდ. მათი სამზარეულოთი ჯერ არ მისარგებლია. იმედია, მალე გამოვასწორებ ამ ნაკლს. :)
Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#20 Sophie Amiranashvili

    L8: პროფესიონალი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 10,227 გამოხმაურება
0

დაწერილია 16 November, 2005 - 17:53

Lasha Shamatava, Nov 16 2005, 05:47 PM -ში, განაცხადა:

მათი სამზარეულოთი ჯერ არ მისარგებლია. იმედია, მალე გამოვასწორებ ამ ნაკლს. 

<{POST_SNAPBACK}>


უნდა გამოასწორო, იმიტომ რომ, გარდა იმისა, რომ ძალიან გემრიელია, ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოცაა. ქათამი და ხორცი, ბოსტნეული, სპეციალურად, ყოველგვარი ნორმების მიხედვით არის შეზავებული ერთმანეთში:)
Sophie Amiranashvili

Linxtelecom Georgia LLC
Sales Manager Georgia

GSM: +995 99 22 15 40
Office: +995 32 56 68 73



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share