ნახტომი





- - - - -

SOS: ჩინური საფრთხე


გამოხმაურებათა რაოდენობა: 257

#241 Maia Arabidze

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 367 გამოხმაურება
0

დაწერილია 20 June, 2006 - 12:46

Lasha Shamatava
კი უნდა იყოს, მაგრამ საამისოდ რა ნაბიჯები იდგმება?? ახლა არ მითხრა გარკვეული ძვრები არისო :D

#242 Dear Guest, You need to register...George Kharshiladze_*

  • Guest

დაწერილია 20 June, 2006 - 13:15

Maia Arabidze

გასაგებია და რა ინფორმაციის ნახვა შეიძლება მანდ?

#243 Zurab Alavidze

    L8: პროფესიონალი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 7,738 გამოხმაურება
1

დაწერილია 20 June, 2006 - 13:17

George Kharshiladze, Jun 20 2006, 01:15 PM -ში, განაცხადა:

გასაგებია და რა ინფორმაციის ნახვა შეიძლება მანდ?

<{POST_SNAPBACK}>


http://www.open.ge/0...e/048/048-6.htm
დააჭირე და ნახავ.........:D

#244 Maia Arabidze

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 367 გამოხმაურება
0

დაწერილია 20 June, 2006 - 13:36

Zurab Alavidze
მადლობთ მხარდაჭერისათვის :D

#245 Zurab Alavidze

    L8: პროფესიონალი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 7,738 გამოხმაურება
1

დაწერილია 20 June, 2006 - 13:45

Maia Arabidze, Jun 20 2006, 01:36 PM -ში, განაცხადა:

მადლობთ მხარდაჭერისათვის

<{POST_SNAPBACK}>


არაფრის...........:D
მაგას თუ არ "დაუღეჭე", ისეთ კითხვებს დაგისვამს, რომ ჭკუიდან გადაგიყვანს.........:)

#246 Maia Arabidze

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 367 გამოხმაურება
0

დაწერილია 20 June, 2006 - 14:20

Zurab Alavidze
კარგი ეხლა მთლად ნუ გაასწორე მიწასთან :D

#247 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 20 June, 2006 - 21:25

Maia Arabidze, Jun 20 2006, 12:46 PM -ში, განაცხადა:

კი უნდა იყოს, მაგრამ საამისოდ რა ნაბიჯები იდგმება?? ახლა არ მითხრა გარკვეული ძვრები არისო

<{POST_SNAPBACK}>


თუ სხვა თემებს წაიკითხავ პოლიტიკის განყოფილებაში, ნახავ, რომ პირადად ამ ძვრებს ვერ ვამჩნევ.
კარგი, არ გვინდა ამაზე მეტჯერ ამ თემაში. :)
Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#248 Maia Arabidze

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 367 გამოხმაურება
0

დაწერილია 21 June, 2006 - 10:54

Lasha Shamatava
ოკ :)

#249 Eka Umekashvili

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 32 გამოხმაურება
0

დაწერილია 19 September, 2006 - 15:12

მაგათი შემოსევა კარგის მომასწავლებელი რომ არ არის მაგას მეც ვეჭვობ მაგრამ..... ამბობენ რომ მაგათი პროდუქცია უარყოფითი ენერგეტიკით არის გაჯერებული და ჯანმრთელობისთვის საზიანოა ალბათ არის სადღაც სიმართლე არა?

#250 Irakli Betchvaia

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,772 გამოხმაურება
1

დაწერილია 21 September, 2006 - 15:08

Eka Umekashvili, Sep 19 2006, 01:12 PM -ში, განაცხადა:

მაგათი შემოსევა კარგის მომასწავლებელი რომ არ არის მაგას მეც ვეჭვობ

<{POST_SNAPBACK}>



წაიკითხე წინა პოსტები!

Eka Umekashvili, Sep 19 2006, 01:12 PM -ში, განაცხადა:

ამბობენ რომ მაგათი პროდუქცია უარყოფითი ენერგეტიკით არის გაჯერებული და ჯანმრთელობისთვის საზიანოა ალბათ არის სადღაც სიმართლე არა?

<{POST_SNAPBACK}>



ეგ რომელმა ნათელმხილველმა გითხრა?

აგერ აქ შებრძანდი და გაგანათლებთ:
http://www.conference.ge/index.php?showtopic=954&hl=

უკაცრავად უხეში ტონისთვის, მაგრამ ეს სერიოზული კონფერენციაა და მსგავსი პოსტები აქ არ უნდა ვიკადროთ!
Der Gott ist tot!

#251 Tamuna Jangulashvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,827 გამოხმაურება
0

დაწერილია 21 September, 2006 - 20:49

ადგილი აღარ დარჩა თბილისის ცენტრში, სადაც ჩინელს მაღაზია არ ჰქონდეს.........მალე ალბათ მათი რიცხვი ქართველების რიცხვს გადააჭარბებს და ჩვენს ქალაქს დაექმევა ჩინური ბალადა.......... :D :)
Tbilisi University
PR Manager
www.tbuniver.edu.ge
t.jangulashvili@gmail.com
+995 93 256162; 899445051

#252 Maia Arabidze

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 367 გამოხმაურება
0

დაწერილია 02 October, 2006 - 12:30

ႨႬႲႤႰႥႨႳ: ვან კაივენი: თუ ჩინელებმა ქართული ღვინის დალევა დაიწყო, გასაყიდი ღვინო აღარ დარჩება

02/10/2006

ჩინეთის ელჩი საქართველოში ვან კაივენი ჩინური მაღაზიების მომრავლებას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებით ხსნის და აცხადებს,
რომ ჩინელი ბიზნესმენები საქართველოს ფინანსური ბაზრის სხვა სეგმენტსაც აქტიურად აითვისებენ. თანამემამულეთაგან ქართული ღვინის დაგემოვნების შემთხვევაში კი ელჩი ქართული ღვინის გაქრობით “გვემუქრება”. “ჯი-ეიჩ-ენი” ჩინეთის ელჩს საქართველოში ვან კაივენის პეკინის საერთაშორისო ბიზნეს ფორუმსა და საქართველო-ჩინეთის პარტნიორობის ახალ პერსპექტივებზე ესაუბრა.

_ ახლო მომავალში პეკინში საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი გაიმართება. საქართველოს ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ სწორედ ამ დროს გახდება ცნობილი, რომელი სფეროთი დაინტერესდებიან ბიზნესმენები. თქვენი აზრით, რომელი სფერო უფრო მიმზიდველია ჩინელებისთვის?

_ მიმაჩნია, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობის სფეროთი დაინტერესება ხელსაყრელია, რადგანაც კლიმატი კარგია ხარისხიანი მოსავლის ასაღებად. ჩინელი ინვესტორები უკვე საკმაოდ დაინტერესდნენ და სასათბურე მეურნეობის მშენებლობა დაიწყეს. ჩამოტანილია სპეციალური სათბურები, რომელიც თბოგაუმტარობით გამოირჩევა და დამატებით წყაროს აღარ საჭიროებს. ამასთან ჩვენი ინტერესის სფეროა ენერგეტიკის სექტორი, უფრო კონკრეტულად კი ჰიდრო-რესურსები, რომლითაც საქართველო ერთობ მდინარი ქვეყანაა.

_ სააკაშვილის ჩინეთში ვიზიტისას გამოიკვეთა, რომ ჩინეთი საქართველოს ღვინის რეალიზაციაში დაეხმარებოდა. ამ მხრივ რისი გაკეთება ძალუძს ჩინეთს?

_ ჩინეთის ბაზარი სხვადასხვა ქვეყნების ღვინოებით საკმაოდ გაჯერებულია. ქართულმა ღვინომ თავისი მოკრძალებული ნიშა დაიკავა, მაგრამ ჩინელი მომხმარებელი მას კარგად არ იცნობს და არ ყიდულობს. ქართულ ღვინოს შესაბამისი რეკლამა უნდა გაუკეთდეს და ის ჩინელებისათვის ცნობადი გახდეს. ჩვენთან რეკლამა საკმაოდ ძვირი ფუფუნებაა, მაგრამ შედეგი დამაკმაყოფილებელი იქნება. თუ ჩინელებმა ქართული ღვინო გაიცნო და მისი დალევა დაიწყო, საქართველოში გასაყიდი ღვინო აღარ დარჩება.

_ საქართველოში და, განსაკუთრებით, თბილისში მომრავლდა ჩინური მაღაზიები, რომელშიც დაბალი ხარისხის პროდუქცია იყიდება. რა არის ამისი მიზეზი? მიგაჩნიათ, რომ საქართველოში მაღალი ხარისხის პროდუქციას ვერ გაყიდით?

_ გეთანხმებით, რომ ჩინურ მაღაზიებში შედარებით დაბალი ხარისხის პროდუქცია იყიდება, მაგრამ ეს თავად ბაზარზეა დამოკიდებული. საერთოდ ბაზარზე რა მოთხოვნაცაა, ისეთია მიწოდებაც. თბილისში მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ამ ფონზე ჩინური მაღაზიები ბევრი არ არის. თუკი ამერიკასა და ინგლისში ჩინურ ბუტიკებში შეიხედავთ, ნახავთ, რომ საკმაოდ მაღალი ხარისხის პროდუქციას ვყიდით, იმიტომ, რომ იქ ასეთ საქონელზეა დიდი მოთხოვნა. უბრალოდ, ჩვენ ყველა ფენისთვის ხელსაყრელ პროდუქციას ვაწარმოებთ.
როდესაც საქართველოში მაღაზიაში შევდივარ, კარგი ხარისხის პროდუქცია ძვირია, მაგრამ ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ თვითღირებულებაა მისი ასეთი მაღალი. არა, უბრალოდ, თავად რეალიზატორი ზოგჯერ 40-50 პროცენტით ზრდის პროდუქციის ფასს. ჩვენთან კი ასე არ ხდება.

_ არსებობენ ქვეყნები, სადაც ჩინური საქონლით ვაჭრობა აკრძალულია. რამ გამოიწვია იმ ქვეყნებში ასეთი აგრესიული დამოკიდებულება?

_ უპირველესად გეტყვით, რომ ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის მიერ დადგენილი წესებით თამაშობს. არის ქვეყნები, სადაც ჩივიან, რომ ჩინეთს დემპინგური საქონელი შეაქვს. ეს სახელმწიფოები მიიჩნევენ, რომ ეს ყველაფერი ადგილობრივ წარმოებას ურტყავს. ამერიკასთან ასეთი პრობლემები ტექსტილის გამო იქმნება, ევროპასთან კი პრობლემები ფეხსაცმელთან დაკავშირებითაა. უბრალოდ, ჩინეთი არის მწარმოებელი ქვეყანა. თქვენ, ხომ გგონიათ, რომ "ნოკია" ფინური წარმოებისაა? "ნოკიას" წარმოების ბაზა ჩინეთშია.

_ რუსეთში ჩინელებისათვის ხე-ტყის ბიზნესი მეტად მიმზიდველია, საქართველოში კი ასეთი დაინტერესება ნაკლებად შეინიშნება.
_ გეთანხმებით, მაგრამ ამ მიმართულებით საქართველოსთანაც დავიწყეთ მუშაობა. ჩვენ დაკავებული ვართ ხე-ტყის არ ამარტო შესყიდვით, არამედ მისი წარმოებითაც. საქართველოში ხე-ტყეზე ლიცენზიების მოპოვება საკმაოდ ძვირია, მაგრამ ინვესტორს არც ამის ეშინია, რადგანაც ყველაფრის გათვალისწინებით ბიზნესის აწყობა შესაძლებელია.
“ჯი-ეიჩ-ენი”, ესაუბრა მაია არაბიძე

#253 Kristine Nizharadze

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,179 გამოხმაურება
0

დაწერილია 02 October, 2006 - 14:10

Maia Arabidze, Oct 2 2006, 11:30 AM -ში, განაცხადა:


სწორედ ეგ თუ არის მნიშვნელოვანი :)
'სახლის წინ ვარდის ბუჩქი იდგა, ისე უბრალოდ, მისაფსმელად '

#254 Vika Garibashvili

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 4,281 გამოხმაურება
0

დაწერილია 15 October, 2006 - 15:27

საინტერესო დებატები გქონიათ :D :D :D
ბევრ რამეს ეხლა მივხვდი :(

აქვე ჩემს თავს უფლებას მივცემ ძალიან მოკლე კომენტარის გაკეთებას და შემს აზრსაც მოგახსენებთ :D

აქ საუბარი იყო იმაზე, რომ ყველა ტექნიკის მოღწევა ევროპულ-ამერიკულია. არ გედავებით. მაგრამ მოდით ამ ხალხსაც ნუ დავუკარგავთ მათ მიღწევებს. მე ერთს დავასახელებ - ქაღალდი........... და ვფიქრობ სხვა მაგალითის მოტანა არც ღირს :)

რაც შეეხება ჩინური სამზარეულოს სიჯანსაღეს.
ჩინური სამზარულო მართლაც გემრიელია და გავრცელებული. მაგრამ სიჯანსაღის რა მოგახსენოთ :) . სამზარეულო, რომელშიც დიდი დოზით გამოიყენება ე.წ. ნატრიუმის გლუტამატი ( ეს არის გემოს გასამძაფრებელი ქიმიური ნივთიერება, (შეიძლება ტერმინოლოგიის გადმოქართულებაში შეცდომა მქონდეს)) სასარგებლო ნამდვილად არ არის.

საერთოდ ძალიან დიდ პატივს ვცემ ჩინელებს მათი კარგი თვისებების გამო და ვაფასებ მათ კულტურას :)

რაც შეეხება სარათველოში ჩინელების (თუ რომელიმე სხვა ერის, არ აქვს მნიშვნელობა) ჩამოსახლებას თუ ჩამოსვლას:

1. მე ნამდვილად არ მსიამოვნებს, როდესაც ორი თვის განმავლობაში მიწევს მერიაში სირბილი რესტორნის გარე ფასადის პროექტის დასამტკიცებლად იმის გამო რომ ისტორიული შენობაა და არ უნდა დავარღვიო კონცეფცია. ამის გამო მიწევს დიზაინის შეცვლა. ამავე დროს, რუსთაველის გამზირზე, ისეთივე ისტორიულ შენობაში ჩნდებოდეს ჩინური მაღაზია და გამოკიდოს თავისი წითელი ფარნები.
2. მე არ მომწონს როდესაც ჩემს თანამემამულეებს, რომლებიც გარეთ ვაჭრობენ, აყრიან და ლუკმა პურის გარეშე დატოვებენ (რა თქმა უნდა არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში გარე ვაჭრობა არ არის, მაგრამ აქ სხვა ალტერნატივა არ შეუთავაზებიათ) და ამ დროს ჩინელი (სულ ერთია ამ დროს ვინ) თავისუფლად ვაჭრობს :D
3. მე არ მომწონს, როდესაც ჩემი თანამემამულე ჩადის რომელიმე სხვა ქვეყანაში და იქ შავ მუშად მუშაობს :( და ამ დროს სხვა ჩამოდის და აქ მდიდრდება.
4. მე არ მომწონს ამ მაღაზიების დიზაინი, რომელსაც კიდობანის არც ერთი მაღაზია არ ჩამოუვარდება კეთილმოწყობით. მაგრამ ეს მაღაზიები მოფენილია ქალაქში, ხოლო სხვები კი სადღაც არიან შეყუჟულები
5. მე არ მომწონს ამ მაღაზიებში გასაყიდი პროდუქციის ხარისხი, ხოლო ფასი ხარისხთან შედარებით არც თუ ისე იაფია.
დღეს წვიმაში მოვყევი და ერთ-ერთ ასეთ მაღაზიაში შევედი ქოლგის საყიდლად, რომელიც ხელში შომომატყდა..........
6. მე არ მომწონს რომ თუნდაც გარდაბნის საბაჟოდან უამრავ ჩინელს შემოაქვს გადაყიდი პროდუქცია (რესტორანში გამოსაყენებელ საკმაზებს ვგულისხმობ) და არ იხდის გადასახადს, რადგან 5 კილოგრამის შემოტანის უფლება აქვს. ეს ხუთი კილოგრამი კი ოდენობით 3 კუბური მეტრია. და მე ამ დროს იძულებული ვარ ყველა პროდუქტი განვაბაჟო და გადასახადი გადავიხადო.
:D ;) :D

და ბოლოს მე მივესალმები ნებისნიერი ქვეყნიდან, ნებისმიერი კონტინენტიდან ადამიანების ზომიერად ჩამოსვლას, თუ ისინი ხელს შეუწყობენ ჩემი თანამემამულეების დასაქმებას.......

რედაქტორი Vika Garibashvili, 15 October, 2006 - 15:29.

მე არ გავგიჟდები!!!

#255 Tamuna Jangulashvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,827 გამოხმაურება
0

დაწერილია 15 October, 2006 - 18:13

Vika Garibashvili, Oct 15 2006, 02:27 PM -ში, განაცხადა:

და ბოლოს მე მივესალმები ნებისნიერი ქვეყნიდან, ნებისმიერი კონტინენტიდან ადამიანების ზომიერად ჩამოსვლას, თუ ისინი ხელს შეუწყობენ ჩემი თანამემამულეების დასაქმებას.......

<{POST_SNAPBACK}>


სწორედ ეგ გვღუპავს........იმდენი ჩინელია, რომ მალე ეგენი უფრო მეტნი იქნებიან აქ, ვიდრე ჩვენ .........მერე მართლა სატირლად გვექნება საქმე...........თან ყიდიან ყოვლად უხარისხო საქონელს და ფასებს ნუ იკითხავ............გაგიჟდები..........
Tbilisi University
PR Manager
www.tbuniver.edu.ge
t.jangulashvili@gmail.com
+995 93 256162; 899445051

#256 Vika Garibashvili

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 4,281 გამოხმაურება
0

დაწერილია 15 October, 2006 - 23:54

Tamuna Jangulashvili, Oct 15 2006, 05:13 PM -ში, განაცხადა:

სწორედ ეგ გვღუპავს........იმდენი ჩინელია, რომ მალე ეგენი უფრო მეტნი იქნებიან აქ, ვიდრე ჩვენ .........მერე მართლა სატირლად გვექნება საქმე...........თან ყიდიან ყოვლად უხარისხო საქონელს და ფასებს ნუ იკითხავ............გაგიჟდები..........

<{POST_SNAPBACK}>


თან ყველა სიკეთესთან ერთად დღგ-ს გადასახადს არ იხდიან, როგორც არარეზიდენტები. შენ კი იპახავე საკუთარ მიწა-წყალზე და აიღე გროშები...........

რედაქტორი Vika Garibashvili, 15 October, 2006 - 23:54.

მე არ გავგიჟდები!!!

#257 Teona Grdzelishvili

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,785 გამოხმაურება
1

დაწერილია 16 October, 2006 - 12:45

Vika Garibashvili, Oct 15 2006, 03:27 PM -ში, განაცხადა:

რა თქმა უნდა არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში გარე ვაჭრობა არ არის, მაგრამ აქ სხვა ალტერნატივა არ შეუთავაზებიათ)

<{POST_SNAPBACK}>


მე მინახავს გარე ვაჭრობა რომში, პარიზშიც...

Vika Garibashvili, Oct 15 2006, 03:27 PM -ში, განაცხადა:

თუ ისინი ხელს შეუწყობენ ჩემი თანამემამულეების დასაქმებას.......

<{POST_SNAPBACK}>


მე რამდენადაც შევნიშნე და სატელევიზიო რეპორტაჟმაც დაადასტურა, უმეტესად ჩინეთიდან ჩამოჰყავთ მუშახელი
TEONA GRDZELISHVILI

Head of Human Resources Department

Rompetrol Georgia
Energy for life

Fill&Go - powered by Rompetrol

#258 Vika Garibashvili

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 4,281 გამოხმაურება
0

დაწერილია 16 October, 2006 - 20:43

Teona Grdzelishvili, Oct 16 2006, 11:45 AM -ში, განაცხადა:

მე რამდენადაც შევნიშნე და სატელევიზიო რეპორტაჟმაც დაადასტურა, უმეტესად ჩინეთიდან ჩამოჰყავთ მუშახელი

<{POST_SNAPBACK}>


მართალი ხარ, და ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი თვიდან თვემდე ძლივს ინახავს თავს :blink:
მე არ გავგიჟდები!!!



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share