ნახტომი


- - - - -

SOS: ჩინური საფრთხე


გამოხმაურებათა რაოდენობა: 257

#21 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 16 November, 2005 - 18:02

Sophie Amiranashvili, Nov 16 2005, 06:53 PM -ში, განაცხადა:

უნდა გამოასწორო, იმიტომ რომ, გარდა იმისა, რომ ძალიან გემრიელია, ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოცაა. ქათამი და ხორცი, ბოსტნეული, სპეციალურად, ყოველგვარი ნორმების მიხედვით არის შეზავებული ერთმანეთში

<{POST_SNAPBACK}>


ასეც ვიზამ. ანუ ჩინურ საფრთხეზე კი არა, უფრო ჩინურ უნიკალურ კულტურაზე და ხალხზე სჯობია ვისაუბროთ.

რედაქტორი Lasha Shamatava, 16 November, 2005 - 22:23.

Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#22 Irakli Betchvaia

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,772 გამოხმაურება
1

დაწერილია 18 November, 2005 - 17:40

პროგრამირებაზე ჩამოვარდა ლაპარაკი და ერთი რაღაცა მინდა მოგახსენოთ: რამოდენიმე წელიწადში პროგრამირება ისტორიას ჩაბარდება! ის მოდელირებით შეიცვლება. კარგი იქნებოდა საქართველშიც რომ გაითვალისწინონ ეს და პირველ რიგში UML & MDA ასწავლონ ხალხს ბლოკსქემების მაგივრად! ეს სკოლაშივე უნდა დაიწყოს.
Der Gott ist tot!

#23 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 18 November, 2005 - 17:53

Irakli Betchvaia, Nov 18 2005, 06:40 PM -ში, განაცხადა:

პროგრამირებაზე ჩამოვარდა ლაპარაკი და ერთი რაღაცა მინდა მოგახსენოთ: რამოდენიმე წელიწადში პროგრამირება ისტორიას ჩაბარდება! ის მოდელირებით შეიცვლება. კარგი იქნებოდა საქართველშიც რომ გაითვალისწინონ ეს და პირველ რიგში UML & MDA ასწავლონ ხალხს ბლოკსქემების მაგივრად! ეს სკოლაშივე უნდა დაიწყოს.

<{POST_SNAPBACK}>


:) მოკლედ, გამეღიმა. ჯერ ხომ ბლოკ-სქემებს მაგრა ასწავლიან...
მილიონი ღიმილის სიცილაკი. :)
თუმცა, მოდი, ამაზე აქ ნუ გავაგრძელებთ.
Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#24 Irakli Betchvaia

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,772 გამოხმაურება
1

დაწერილია 18 November, 2005 - 18:00

სად გავაგრძელოთ? მემგონი საკმაოდ აქტუალური თემაა.
Der Gott ist tot!

#25 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 18 November, 2005 - 19:42

Irakli Betchvaia, Nov 18 2005, 07:00 PM -ში, განაცხადა:

სად გავაგრძელოთ? მემგონი საკმაოდ აქტუალური თემაა.

<{POST_SNAPBACK}>


გახსენი თემა ე-ბიზნესის სექციაში, ეს სექცია პარალელურად აი-ტი და ინფორმატიკის საკითხებისთვისაც გამოიყენება. ან სექციაში "განათლება, მეცნიერება და ტექნიკა".
Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#26 Lado Kurdgelashvili

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 71 გამოხმაურება
0

დაწერილია 18 November, 2005 - 20:00

Lasha Shamatava, Nov 16 2005, 03:02 PM -ში, განაცხადა:

ასეც ვიზამ. ანუ ჩინურ საფრთხეზე კი არა, უფრო ჩინურ უნიკალურ კულტურაზე და ხალხზე სჯობია ვისაუბროთ.

<{POST_SNAPBACK}>



სრულიად ვეტანხმები. პირადი გამოცდილებით მინდა დავამატო რომ ჩინელები მართლაც გამოირჩევიან თავისი კულტურით, შრომისმოყვარეობით და სამზაროულოთი.

ამერიკაში საკმაოდ ახლო ურთიერთობა მაქვს ამ ხალხთან, და ვერ ვხედავ მათგან საქართველოსთვის ვერანაირ საფრთხეს. პირიქით აე ხალხი ჩვენი პოტენციური მოკავშირეა ჩვენი არც თუისე კეთილ მოსურნე დიდი მეზობელის დაბალანსირებისტვია. უახლოეს 20 წელიწათში მათი კოფლიქტი დიდ დათვთან გარდუვალია და ამით საქართველომ შეიძლება მხოლოდ მოიგოს.

ამიტომ საჭიროა უკვე ამ ეტაპზე ჩინეთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობის გამყარება.

#27 Nato Nartkoshvili

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 48 გამოხმაურება
0

დაწერილია 19 November, 2005 - 03:17

ძალიან გულთბილად მეღიმება ჩინელების "სიცუნცულეზე" რომ ვკითხულობ.

ამერიკაში მცხოვრები კაცისგან იმის მოსმენა რომ თურმე ჩინელები არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენენ, ძალიან საინტერესოა. იცით რიგორი იყო იყო დაუნთაუნ მანჰეტენის უბნები ამ ათიოდე წლის წინ ? "ლითლ იტალის" გაწკრიალებული, მხიარული, თბილი და ცივილიზებული გარემოს ნაცვლად ახლა გვაქვს იეროგლიფებით აჭრელებული დიდი სანაგვე ყუთი.

ერთი პატარა მაგალითი მინდა მოგიყვანოთ: ჩინური მაფიის ერთი-ერთი დაჯგუფება, რომელიც ტრანსპორტის რამდენიმე კერძო კომპანიას აკონტროლებს (ახლო შტატებში ავტობუსებით მისვლა-მოსვლას) ძალიან საინტერესო წესებით უმკლავდება კონკურენციას. მენიუში აქვთ კონკურენტთა ავტობუსების დაწვა (მგზავრებიანად), პოტენციური მგზავრების დაშინება, ცემა-ტყეპა და იძულება, რომ მათი ავტობუსებით იმგზავრონ.

"სიცუნცულის" მეორე, უფრო საყოფაცხოვრებო მაგალითი - ჩინელი მოხელე ამერიკის სახელმწიფო სამსახურში. არ არსებობს ვარიანტი რომ ტენდერი სახელმწიფო კონტრაქტზე მოიგოს არაჩინელმა, თუკი კონკურენტებში ერთი ჩინელი მაინც ურევია, ან უფლება ბიზნესზე ან მშენებლობის წარმოებაზე მიიღოს არაჩინელმა, თუკი ეს რამენაირად ლახავს ჩინელის ინტერესებს. მართალია, სხვებიც სცოდავენ ხოლმე შიგადაშიგ ამ საკითხებში, მაგრამ მათგან განსხვავებით, ჩინელი არასოდეს არ დაწერს "God Bless America" -ს, არ შექმნის სალვეიშნ არმის, არ ააშენებს კრაისლერ ბილდინგს და ვერასოდეს ვერ იქნება ჯორჯ გერშვინი ან ალ პაჩინო. საქმე მარტო რასაში არ არის. ეს ხალხი ბრიტანელი და ფრანგი მუსულმანების არ იყოს, აბსოლუტურად სეგრეგირებული, "გეტოს" ფსიქიკის მატარებელია.

აღარ ვლაპარაკობ "ჩაინა თაუნში" ნარკოტიკების "გრიალზე'' - ბრონქსი და ისტ ნიუ-იორკი მიმიქარავს. განსხვავება ის არის რომ კლიენტს ქუჩაში კი არ ელოდებიან, კლიენტი მიდის მათთან ე.წ. "ბუნგალოში" და ადგილზე იჭყიპება. სრულიად ღიად და დაუფარავად. (ეგაა აბრა არ უკიდიათ ინგლისურ ენაზე, მოდი ერთი გააბოლეო.... თუმცა ინგლისურ წარწერას ჩაინა თაუნში ვერ ნახავთ და მანდარინზე ან კანტონურზე რა უწერიათ, ვის ადარდებს). ყველამ იცის რაც ხდება, მაგრამ ვერავინ ვერაფერს შვება სხვადასხვა მიზეზების გამო.

ვინმე ჩაჩაჩულშარვლიანი შავი 'საქერის' დაჭერა და "ჩაყუდება" უფრო ადვილია, ვიდრე "ჩუმად, უხმაუროდ და მოკრძალებით" ნახევარი ნიუ-იორკის "ამთვისებელი" ჩინელისა (მეორე ნახევარი ისრაელის მოქალაქე ებრაელებს და საუდელ თუ კუვეიტელ არაბებს ეკუთვნით, ირანელებსაც არა უშავთ რა, კარგი წილი აქვთ. ).

პირველად მესმის რომ თურმე კარგია, როცა შენი ცივილიზებული და ნორმალურ ხელფასიანი საწარმოები იხურება და სამაგიეროდ იხსნება იატაკქვეშა , ჩინეთიდან ბრინჯის ტომრებით შემოპარებული 6 ცენტიან მუშახელით სავსე "ცეხები' , ,სადაც იკერება და კეთდება ყველაფერი, ლივაისებიდან დაწყებული, უნიფორმებით და დელის კომპიუტერით დამთავრებული. ხარისხიც რა თქმა უნდა შესაბამისია.

ამერიკელი კი ან სამსახურს კარგავს, ან კოტრდება, ან მთელი ცხოვრება ვალებშია და ავად გახდომის და დაბერების ეშინია, იმიტომ რომ ნორმალური, უზრუნველყოფილი სიბერე ძალიან ძვირი სიამოვნებაა.

სამაგიეროდ ჩინელს შეუძლია მთელი ცხოვრება ფეხსაცმლის ყუთში იცხოვროს და ძაღლის ხორცი ჭამოს. მერე ერთ მშვენიერ დღეს გამოძვრება იმ ფეხსაცმლის ყუთიდან და გინდა თუ არა IBM მომყიდეო გეტყვის.

რაც შეეხება ჩინურ სამზარეულოს, არ ვიცი, მე მაგალითად თვალდახუჭული ვერ ვადიდებ სამზარეულოს, რომლის დევიზია "იჭმევა ყველაფერი, რაც იზრდება ან მოძრაობს".... ჯანმრთელობისთვის ჩინური სამზარეულოს სიკეთე საერთოდ დიდ ეჭვს იწვევს (ყველაფერი კეთდება ადუღებულ ზეთში, თან მრავალჯერადად გამოყენებულში. დასკვნა თითონ გააკეთეთ). მართლა სასარგებლო რომ იყოს, ყველაზე იაფი არ იქნებოდა ნიუ-იორკში (მაკ დონალდსის შემდეგ), იგივე იაპონური სამზარეულოსაგან განსხვავებით.

საერთოდ თუ კაცობრიობის მომავალი აღმოსავლეთი და ყვითელი რასაა, მე იაპონელებს მივცემდი უპირატესობას ყველაფერში.

ახლანდელ ჩინელებს კონფუციუსთან საერთო ისევე არ აქვთ, როგორც თანამედროვე იტალიელებს ლეონარდოსთან ან თანამედროვე ქართველებს შოთა რუსთაველთან.

როდესღაც არაბებს უდიდეს სისასტიკესთან ერთად უმდიდრესი კულტურა შეჰქონდათ დაპყრობილ ქვეყნებში. მექის შავი ქვის შემდეგ ამ კულტურას აღარაფერი შემატებია, სამაგიეროდ ცივილიზაციის ნაყოფები აითვისეს დიდებულად: თავს სჭრიან მოხუც მტირალ კაცს და ვიდეოზე იღებენ, ან 15 წლის გოგოს შახიდის ქამარს უკეთებენ, ხელში Ipod -ს აძლევენ და სასკლაოზე უშვებენ.

დიდი ჩინური კულტურა თავის დროზე დიდ ჩინურ "კულტურულ რევოლუციაში" გადაიზარდა მაოს წყალობით და დღემდე იქიდან ვერ გამოსულა. ბეღურებს მართალია აღარ ხოცავენ მილიონობით (პურის მარცვლებს გვიჭამენო) და წითელი წიგნაკებს აღარ კოცნიან მასიურად დღეში 30-ჯერ, მაგრამ სამაგიეროდ მკბენარივით ესევიან ყველაფერს და ყველას, სადაც კი გამრავლების შანსი ეძლევათ.


რაც ბევრია, კარგი ვერ იქნება, ხალხო, ლავუაზიეს კანონია..

(ეს ჩემს პოსტებზეც ვრცელდება, ალბათ. მაპატიეთ თავი თუ მოგაბეზრეთ )

#28 Lado Kurdgelashvili

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 71 გამოხმაურება
0

დაწერილია 19 November, 2005 - 10:06

Lado Kurdgelashvili, Nov 18 2005, 05:00 PM -ში, განაცხადა:

ჩინური მაფიის ერთი-ერთი დაჯგუფება

<{POST_SNAPBACK}>



სწორედ ეს არის ძალიან საინტერესო, სიტყვა მაფია საიდან მოდის ? რომელი ქვეყნიდან ისევ მაგ "პატარა იტალიის" ფესვებიდან ალაბთ. და გაწკრიალებული და მშვენიერი არც ეგ იტალი იყო ალბატ თავიდან, მაგრამ ადრე მნდ ჩჰინური წარწერების ნაცვლად იყო იტალიური. მოკლედ დრო იცვლება და წარწერებიც შესაბამისად.

Lado Kurdgelashvili, Nov 18 2005, 05:00 PM -ში, განაცხადა:

პირველად მესმის რომ თურმე კარგია, როცა შენი ცივილიზებული და ნორმალურ ხელფასიანი საწარმოები იხურება და სამაგიეროდ იხსნება იატაკქვეშა , ჩინეთიდან ბრინჯის ტომრებით შემოპარებული 6 ცენტიან მუშახელით სავსე "ცეხები' , ,სადაც იკერება და კეთდება ყველაფერი, ლივაისებიდან დაწყებული, უნიფორმებით და დელის კომპიუტერით დამთავრებული. ხარისხიც რა თქმა უნდა შესაბამისია.

<{POST_SNAPBACK}>



საწარმოები იხურება და იხსნება ჩინეთში და კიდევ სხვა ბევრ ადგილას სადაც არის იაფი მუშახელი და სტაბილური მთავრობა. ეს ბუნებრივი კონკურენციაა.

Lado Kurdgelashvili, Nov 18 2005, 05:00 PM -ში, განაცხადა:

ამერიკელი კი ან სამსახურს კარგავს, ან კოტრდება, ან მთელი ცხოვრება ვალებშია და ავად გახდომის და დაბერების ეშინია, იმიტომ რომ ნორმალური, უზრუნველყოფილი სიბერე ძალიან ძვირი სიამოვნებაა.

<{POST_SNAPBACK}>



რათქმა უნდა გული შემთკივა ამერიკელზე მაგრამ ამის დაბრალება ჩინელზე, ქართველზე ანდ მარსიანელზე ნამდვილად არასერიოზულია.

Lado Kurdgelashvili, Nov 18 2005, 05:00 PM -ში, განაცხადა:

რაც შეეხება ჩინურ სამზარეულოს, არ ვიცი, მე მაგალითად თვალდახუჭული ვერ ვადიდებ სამზარეულოს, რომლის დევიზია "იჭმევა ყველაფერი, რაც იზრდება ან მოძრაობს".... ჯანმრთელობისთვის ჩინური სამზარეულოს სიკეთე საერთოდ დიდ ეჭვს იწვევს (ყველაფერი კეთდება ადუღებულ ზეთში, თან მრავალჯერადად გამოყენებულში.

<{POST_SNAPBACK}>



საინტერესოა რას ფიქრობს მუსულმანი როდესაც ქართველი მიირთმევს გოჭის ხორცს, ანდ ინდოელი როდესაც იხილავს ხაშლამას :)

მოკლედ გემოვნებაზე არ დავობენ, მეკი ჩინური სამზარეულოს დიდი თაყვანისმცდემელი ვარ.

ისე ფრანგებზე რას ითყვით, ბაყაყი და ლოკოკინები ?? (მე პირადად ძალიან მომეწონა)

Lado Kurdgelashvili, Nov 18 2005, 05:00 PM -ში, განაცხადა:

სამაგიეროდ ჩინელს შეუძლია მთელი ცხოვრება ფეხსაცმლის ყუთში იცხოვროს და ძაღლის ხორცი ჭამოს. მერე ერთ მშვენიერ დღეს გამოძვრება იმ ფეხსაცმლის ყუთიდან და გინდა თუ არა IBM მომყიდეო გეტყვის

<{POST_SNAPBACK}>



ეს სუფთა რასისტული ფრაზა, ასე რუსმაც შეიძლება ქარტველზე დაწეროს და ალბათ საინტერესო იქნება ამის დამწერის რეაქცია

#29 Sophie Amiranashvili

    L8: პროფესიონალი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 10,227 გამოხმაურება
0

დაწერილია 19 November, 2005 - 18:21

Nato Nartkoshvili, Nov 19 2005, 03:17 AM -ში, განაცხადა:

რაც შეეხება ჩინურ სამზარეულოს, არ ვიცი, მე მაგალითად თვალდახუჭული ვერ ვადიდებ სამზარეულოს, რომლის დევიზია "იჭმევა ყველაფერი, რაც იზრდება ან მოძრაობს".... ჯანმრთელობისთვის ჩინური სამზარეულოს სიკეთე საერთოდ დიდ ეჭვს იწვევს (ყველაფერი კეთდება ადუღებულ ზეთში, თან მრავალჯერადად გამოყენებულში. დასკვნა თითონ გააკეთეთ). მართლა სასარგებლო რომ იყოს, ყველაზე იაფი არ იქნებოდა ნიუ-იორკში (მაკ დონალდსის შემდეგ), იგივე იაპონური სამზარეულოსაგან განსხვავებით.

<{POST_SNAPBACK}>


ნატო, ეგრე თუ იმსჯელებ, მაშინ საქართველოში ხაჭაპურიც კი ღირს 60 თეთრი (ანუ ყველაზე იაფი) და მრავალჯერადად გამოყენებულ ზეთში გამომცხვარი ღვეზელიც
(ქუჩის ჯიხურებში). თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზოგადად, ხაჭაპური ან ღვეზელი არასასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. ასევეა ჩინურიც. კი, გეთანხმები რომ ქუჩაში არსებული ჩინური carry out ძალიან იაფია და საეჭვოდ დამზადებული, თუმცა ზოგადად, ჩინური სამზარეულო ერთერთ ყველაზე ჯანმრთელ და გემრიელ სამზარეულოდაა აღიარებული.
Sophie Amiranashvili

Linxtelecom Georgia LLC
Sales Manager Georgia

GSM: +995 99 22 15 40
Office: +995 32 56 68 73

#30 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 19 November, 2005 - 19:49

მიუხედავად ყველაფრისა, ნატომ საფრთხის კონტურები გასაგებად დაგვიხატა. მე კი ვეცდები ცოტა პოზიტივი შევიტანო მის მსჯელობებში.
1. უზარმაზარი ჩინეთი დაპყრობილი ჰქონდა პატარა იაპონიას. ეს ცალსახად მიანიშნებს მათ მასიურად არაამბიციურობაზე. მხოლოდ იმპერატორს და მის გარემოცვას და სხვა გაბატონებულ ძალებს ჰქონდა ამაზე პრეტენზია.
2. ჩინელი თუ ტენდერს იგებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაზე უკეთეს პირობებს სთავაზობს. ხოლო თუ ჩინელს მაფიოზობას დავწამებთ, მხოლოდ იმიტომ, რომ ის იძულებულია თავი დაიცვას. როცა ჩინელ და იტალიელ მაფიებს შორის იყო ომი, იქ ჩინელების მხარეს უფრო იყო სიმართლე... მოკლედ, პირველი ძალადობას ჩინელი არ მიმართავს.
3. ჩინურ სატრანსპორტო ან სხვა მაფიებს კი რაც შეეხება - ეს ამერიკის ბრალია და არა ჩინელების. თუკი მაფიოზურად შეუძლია იარსებოს იტალიურმა, ირლანდიურმა, ებრაულმა, რუსულმა, იაპონურმა, კოლუმბიურმა და კიდევ სხვა კლანების ბიზნესებმა, ჩინელებმაც უბრალოდ მხარი აუბეს ამას. მით უმეტეს, რომ კლანი, როგორც ასეთი, ჩინელებს ისედაც აქვთ ადათ-წესებში გამჯდარი. რა გასაკვირია, მრავალრიცხოვანმა ერმა ამ საქმეშიც რომ სხვებს აჯობოს.
4. საერთოდ კი ნატოს მსჯელობაში იგრძნობა რასისტული ელემენტები. არადა ამერიკელებს არაფერი აქვთ არავისთვის დასაყვედრი. მსოფლიო რესურსების უდიდეს ნაწილს სწორედ რომ უსამართლოდ განკარგავენ და ჩინელებმა რომ ამას წინააღმდეგობა გაუწიონ, მხოლოდ მივესალმები.
5. ჩინური სიიაფის უხარისხოსთან გაიგივება არ შეიძლება. ბოლო 15-20 წელიწადში მათ მოახერხეს ხარისხით არათუ გატოლებოდნენ ამერიკელებს და ევროპელებს, არამედ ბევრ შემთხვევაში ეჯობნათ მათთვის. ყველაფერში არა, მაგრამ ელექტრონიკაში ასეა - დღეს ამერიკული და ევროპული ბრენდების 100%-ში ნახევარზე მეტი კომპონენტი ან ჩინურია ან რაიმე აზიური.

დაბოლოს, იმედი მაქვს, რომ ჩინეთის გაძლიერება ცოტა უფრო დააფიქრებს დიდ სახელმწიფოებს. პატარა ქვეყნებს კი ამისი ნაკლებად უნდა გვეშინოდეს. ჩვენ სწორედ, რომ დიდი ქვეყნების ყურადღების სხვა საკითხებზე ხელს გვაძლევს.
Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#31 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 20 November, 2005 - 01:35

კაი, კაი ეხლა ჩინელებს ანგელოზებად ნუ გამოვიყვანთ
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#32 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 21 November, 2005 - 01:28

Tariel Zivzivadze, Nov 20 2005, 02:35 AM -ში, განაცხადა:

კაი, კაი ეხლა ჩინელებს ანგელოზებად ნუ გამოვიყვანთ

<{POST_SNAPBACK}>


ჩვენ, ქართველები, ხომ სულ მთლად ანგელოზები ვართ, განსაკუთრებით ცივილიზებული უცხოელების თვალში... :)
ასე, რომ არც ჩინელია ანგელოზი და არც ამერიკელი, და არც არავინ ამქვეყნად. მაგრამ იმის თქმაც მინდა, რომ არც სხვებზე მეტად საშიში ხალხია.
Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#33 Dea Shapatava

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 603 გამოხმაურება
0

დაწერილია 21 November, 2005 - 12:42

ტარიელ- მე ცუდს არაფერს ვხედავ პირადად - ხომ გახსოვს თურქული ნაწარმი როგორ შემოდიოდა საქართველოში-

რატომ მივესალმები იცი ასეთ "შემოსვლებს" -- ნელ-ნელა მასაში გაჩნდება გარკვეულ განსხვავებულ ხარისხზე წარმოდგენა და უკვე მეტ-ნაკლებად კონკურენციაც იქნება - მე ვთვლი რომ საკმაოდ ჯანსაღია ასეთი გზა --

პრინციპში, ჩინელებს არც თუ ისე ცუდი საქონელი აქვთ, რომ დავუფიქრდეთ- ქვეყნის მშვენიერი საქოენელია - ეხლა მე არ ვიძახი ძალიან იაფფასიან საქონელს, მაგრამ მერწმუნე, ნახევარი თბილისი დადის ლუი ვიუტონის /მათ რიცხვში მეც :)/, ერმესის, მარქ ჯეიქობსის, და ა.შ. ე.წ. "ფეიქ" ჩანთებით- მინდა გითხრა, რომ იმის კვალობაზე,რომ მე რეალურ ლუი ვიუტონს 800 დოლარად ვერ ვიყიდი, მეტ -ნაკლებად კმაყოფილი ვარ- ამ ხარისხით, დიზაინით და ფასით - მით უმეტეს თუ არჩავა იცის ქალმა, აარჩევს რაიმე ლამაზს და მოდერნს :)
ასე რომ, მე ჩინელების წინააღმდეგი არ ვარ --

ასევე იყო ჩემი მოსკოვში ცხოვრების პერიოდში - თუ გახსოვს, ბომბერ ჯექეთები - აქ პილოტკებს ეძახდნენ -- პირველად ჩინელებთან მიყიდეს მშობლებმა- გადასარევი ხარისხი იყო -- /მინდა გითხრა/, როგორც ტყავი ,ასევე თვითონ დიზაიანი - და + კიდევ ფასი --

ნუ რა ვიცი, მოკლედ მე ყველანაირად დადებითად ვუყურებ ყველნაირი ახალი საქონლის შემომტანებს- ხომ გესმის, ეკონომიკა ვითარდება, ვითარდება და სულ უფრო 'გლობალიზირებულები' და "საერთაშორისოები" ვხდებით:)))

მასეა აბა :(
Dea Shapatava
JSC Cartu Group
Tbilisi, 39 a Chavchavadze avenue
Tel.: 995 32 292219
Fax:. 995 32 230657
Mob.:995 77 403091
995 95 222244

#34 Dea Shapatava

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 603 გამოხმაურება
0

დაწერილია 21 November, 2005 - 13:10

Nato Nartkoshvili, Nov 19 2005, 03:17 AM -ში, განაცხადა:

ძალიან გულთბილად მეღიმება ჩინელების "სიცუნცულეზე" რომ ვკითხულობ.

ამერიკაში მცხოვრები კაცისგან იმის მოსმენა რომ თურმე ჩინელები არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენენ, ძალიან საინტერესოა. იცით რიგორი იყო იყო დაუნთაუნ მანჰეტენის უბნები ამ ათიოდე წლის წინ ? "ლითლ იტალის" გაწკრიალებული, მხიარული, თბილი და ცივილიზებული გარემოს ნაცვლად ახლა გვაქვს იეროგლიფებით აჭრელებული დიდი სანაგვე ყუთი.

ერთი პატარა მაგალითი მინდა მოგიყვანოთ: ჩინური მაფიის ერთი-ერთი დაჯგუფება, რომელიც ტრანსპორტის რამდენიმე კერძო კომპანიას აკონტროლებს (ახლო შტატებში ავტობუსებით მისვლა-მოსვლას) ძალიან საინტერესო წესებით უმკლავდება კონკურენციას. მენიუში აქვთ კონკურენტთა ავტობუსების დაწვა (მგზავრებიანად), პოტენციური მგზავრების დაშინება, ცემა-ტყეპა და იძულება, რომ მათი ავტობუსებით იმგზავრონ.

"სიცუნცულის" მეორე, უფრო საყოფაცხოვრებო მაგალითი - ჩინელი მოხელე ამერიკის სახელმწიფო სამსახურში. არ არსებობს ვარიანტი რომ ტენდერი სახელმწიფო კონტრაქტზე მოიგოს არაჩინელმა, თუკი კონკურენტებში ერთი ჩინელი მაინც ურევია, ან უფლება ბიზნესზე ან მშენებლობის წარმოებაზე მიიღოს არაჩინელმა, თუკი ეს რამენაირად ლახავს ჩინელის ინტერესებს. მართალია, სხვებიც სცოდავენ ხოლმე შიგადაშიგ ამ საკითხებში, მაგრამ მათგან განსხვავებით, ჩინელი არასოდეს არ დაწერს "God Bless America" -ს, არ შექმნის სალვეიშნ არმის, არ ააშენებს კრაისლერ ბილდინგს და ვერასოდეს ვერ იქნება ჯორჯ გერშვინი ან ალ პაჩინო. საქმე მარტო რასაში არ არის. ეს ხალხი ბრიტანელი და ფრანგი მუსულმანების არ იყოს, აბსოლუტურად სეგრეგირებული, "გეტოს" ფსიქიკის მატარებელია.

აღარ ვლაპარაკობ "ჩაინა თაუნში" ნარკოტიკების "გრიალზე'' - ბრონქსი და ისტ ნიუ-იორკი მიმიქარავს. განსხვავება ის არის რომ კლიენტს ქუჩაში კი არ ელოდებიან, კლიენტი მიდის მათთან ე.წ. "ბუნგალოში" და ადგილზე იჭყიპება. სრულიად ღიად და დაუფარავად. (ეგაა აბრა არ უკიდიათ ინგლისურ ენაზე, მოდი ერთი გააბოლეო.... თუმცა ინგლისურ წარწერას ჩაინა თაუნში ვერ ნახავთ და მანდარინზე ან კანტონურზე რა უწერიათ, ვის ადარდებს). ყველამ იცის რაც ხდება, მაგრამ ვერავინ ვერაფერს შვება სხვადასხვა მიზეზების გამო.

ვინმე ჩაჩაჩულშარვლიანი შავი 'საქერის' დაჭერა და "ჩაყუდება" უფრო ადვილია, ვიდრე "ჩუმად, უხმაუროდ და მოკრძალებით" ნახევარი ნიუ-იორკის "ამთვისებელი" ჩინელისა (მეორე ნახევარი ისრაელის მოქალაქე ებრაელებს და საუდელ თუ კუვეიტელ არაბებს ეკუთვნით, ირანელებსაც არა უშავთ რა, კარგი წილი აქვთ. ).

პირველად მესმის რომ თურმე კარგია, როცა შენი ცივილიზებული და ნორმალურ ხელფასიანი საწარმოები იხურება და სამაგიეროდ იხსნება იატაკქვეშა , ჩინეთიდან ბრინჯის ტომრებით შემოპარებული 6 ცენტიან მუშახელით სავსე "ცეხები' , ,სადაც იკერება და კეთდება ყველაფერი, ლივაისებიდან დაწყებული, უნიფორმებით და დელის კომპიუტერით დამთავრებული. ხარისხიც რა თქმა უნდა შესაბამისია.

ამერიკელი კი ან სამსახურს კარგავს, ან კოტრდება, ან მთელი ცხოვრება ვალებშია და ავად გახდომის და დაბერების ეშინია, იმიტომ რომ ნორმალური, უზრუნველყოფილი სიბერე ძალიან ძვირი სიამოვნებაა.

სამაგიეროდ ჩინელს შეუძლია მთელი ცხოვრება ფეხსაცმლის ყუთში იცხოვროს და ძაღლის ხორცი ჭამოს. მერე ერთ მშვენიერ დღეს გამოძვრება იმ ფეხსაცმლის ყუთიდან და გინდა თუ არა IBM მომყიდეო გეტყვის.

რაც შეეხება ჩინურ სამზარეულოს, არ ვიცი, მე მაგალითად თვალდახუჭული ვერ ვადიდებ სამზარეულოს, რომლის დევიზია "იჭმევა ყველაფერი, რაც იზრდება ან მოძრაობს".... ჯანმრთელობისთვის ჩინური სამზარეულოს სიკეთე საერთოდ დიდ ეჭვს იწვევს (ყველაფერი კეთდება ადუღებულ ზეთში, თან მრავალჯერადად გამოყენებულში. დასკვნა თითონ გააკეთეთ). მართლა სასარგებლო რომ იყოს, ყველაზე იაფი არ იქნებოდა ნიუ-იორკში (მაკ დონალდსის შემდეგ), იგივე იაპონური სამზარეულოსაგან განსხვავებით.

საერთოდ თუ კაცობრიობის მომავალი აღმოსავლეთი და ყვითელი რასაა, მე იაპონელებს მივცემდი უპირატესობას ყველაფერში.

ახლანდელ ჩინელებს კონფუციუსთან საერთო ისევე არ აქვთ, როგორც თანამედროვე იტალიელებს ლეონარდოსთან ან თანამედროვე ქართველებს შოთა რუსთაველთან.

როდესღაც არაბებს უდიდეს სისასტიკესთან ერთად უმდიდრესი კულტურა შეჰქონდათ დაპყრობილ ქვეყნებში. მექის შავი ქვის შემდეგ ამ კულტურას აღარაფერი შემატებია, სამაგიეროდ ცივილიზაციის ნაყოფები აითვისეს დიდებულად: თავს სჭრიან მოხუც მტირალ კაცს და ვიდეოზე იღებენ, ან 15 წლის გოგოს შახიდის ქამარს უკეთებენ, ხელში Ipod -ს აძლევენ და სასკლაოზე უშვებენ.

დიდი ჩინური კულტურა თავის დროზე დიდ ჩინურ "კულტურულ რევოლუციაში" გადაიზარდა მაოს წყალობით და დღემდე იქიდან ვერ გამოსულა. ბეღურებს მართალია აღარ ხოცავენ მილიონობით (პურის მარცვლებს გვიჭამენო) და წითელი წიგნაკებს აღარ კოცნიან მასიურად დღეში 30-ჯერ, მაგრამ სამაგიეროდ მკბენარივით ესევიან ყველაფერს და ყველას, სადაც კი გამრავლების შანსი ეძლევათ.


რაც ბევრია, კარგი ვერ იქნება, ხალხო, ლავუაზიეს კანონია..

(ეს ჩემს პოსტებზეც ვრცელდება, ალბათ. მაპატიეთ თავი თუ მოგაბეზრეთ )

<{POST_SNAPBACK}>


Nato Nartkoshvili, Nov 19 2005, 03:17 AM -ში, განაცხადა:

ძალიან გულთბილად მეღიმება ჩინელების "სიცუნცულეზე" რომ ვკითხულობ.

ამერიკაში მცხოვრები კაცისგან იმის მოსმენა რომ თურმე ჩინელები არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენენ, ძალიან საინტერესოა. იცით რიგორი იყო იყო დაუნთაუნ მანჰეტენის უბნები ამ ათიოდე წლის წინ ? "ლითლ იტალის" გაწკრიალებული, მხიარული, თბილი და ცივილიზებული გარემოს ნაცვლად ახლა გვაქვს იეროგლიფებით აჭრელებული დიდი სანაგვე ყუთი.

ერთი პატარა მაგალითი მინდა მოგიყვანოთ: ჩინური მაფიის ერთი-ერთი დაჯგუფება, რომელიც ტრანსპორტის რამდენიმე კერძო კომპანიას აკონტროლებს (ახლო შტატებში ავტობუსებით მისვლა-მოსვლას) ძალიან საინტერესო წესებით უმკლავდება კონკურენციას. მენიუში აქვთ კონკურენტთა ავტობუსების დაწვა (მგზავრებიანად), პოტენციური მგზავრების დაშინება, ცემა-ტყეპა და იძულება, რომ მათი ავტობუსებით იმგზავრონ.

"სიცუნცულის" მეორე, უფრო საყოფაცხოვრებო მაგალითი - ჩინელი მოხელე ამერიკის სახელმწიფო სამსახურში. არ არსებობს ვარიანტი რომ ტენდერი სახელმწიფო კონტრაქტზე მოიგოს არაჩინელმა, თუკი კონკურენტებში ერთი ჩინელი მაინც ურევია, ან უფლება ბიზნესზე ან მშენებლობის წარმოებაზე მიიღოს არაჩინელმა, თუკი ეს რამენაირად ლახავს ჩინელის ინტერესებს. მართალია, სხვებიც სცოდავენ ხოლმე შიგადაშიგ ამ საკითხებში, მაგრამ მათგან განსხვავებით, ჩინელი არასოდეს არ დაწერს "God Bless America" -ს, არ შექმნის სალვეიშნ არმის, არ ააშენებს კრაისლერ ბილდინგს და ვერასოდეს ვერ იქნება ჯორჯ გერშვინი ან ალ პაჩინო. საქმე მარტო რასაში არ არის. ეს ხალხი ბრიტანელი და ფრანგი მუსულმანების არ იყოს, აბსოლუტურად სეგრეგირებული, "გეტოს" ფსიქიკის მატარებელია.

აღარ ვლაპარაკობ "ჩაინა თაუნში" ნარკოტიკების "გრიალზე'' - ბრონქსი და ისტ ნიუ-იორკი მიმიქარავს. განსხვავება ის არის რომ კლიენტს ქუჩაში კი არ ელოდებიან, კლიენტი მიდის მათთან ე.წ. "ბუნგალოში" და ადგილზე იჭყიპება. სრულიად ღიად და დაუფარავად. (ეგაა აბრა არ უკიდიათ ინგლისურ ენაზე, მოდი ერთი გააბოლეო.... თუმცა ინგლისურ წარწერას ჩაინა თაუნში ვერ ნახავთ და მანდარინზე ან კანტონურზე რა უწერიათ, ვის ადარდებს). ყველამ იცის რაც ხდება, მაგრამ ვერავინ ვერაფერს შვება სხვადასხვა მიზეზების გამო.

ვინმე ჩაჩაჩულშარვლიანი შავი 'საქერის' დაჭერა და "ჩაყუდება" უფრო ადვილია, ვიდრე "ჩუმად, უხმაუროდ და მოკრძალებით" ნახევარი ნიუ-იორკის "ამთვისებელი" ჩინელისა (მეორე ნახევარი ისრაელის მოქალაქე ებრაელებს და საუდელ თუ კუვეიტელ არაბებს ეკუთვნით, ირანელებსაც არა უშავთ რა, კარგი წილი აქვთ. ).

პირველად მესმის რომ თურმე კარგია, როცა შენი ცივილიზებული და ნორმალურ ხელფასიანი საწარმოები იხურება და სამაგიეროდ იხსნება იატაკქვეშა , ჩინეთიდან ბრინჯის ტომრებით შემოპარებული 6 ცენტიან მუშახელით სავსე "ცეხები' , ,სადაც იკერება და კეთდება ყველაფერი, ლივაისებიდან დაწყებული, უნიფორმებით და დელის კომპიუტერით დამთავრებული. ხარისხიც რა თქმა უნდა შესაბამისია.

ამერიკელი კი ან სამსახურს კარგავს, ან კოტრდება, ან მთელი ცხოვრება ვალებშია და ავად გახდომის და დაბერების ეშინია, იმიტომ რომ ნორმალური, უზრუნველყოფილი სიბერე ძალიან ძვირი სიამოვნებაა.

სამაგიეროდ ჩინელს შეუძლია მთელი ცხოვრება ფეხსაცმლის ყუთში იცხოვროს და ძაღლის ხორცი ჭამოს. მერე ერთ მშვენიერ დღეს გამოძვრება იმ ფეხსაცმლის ყუთიდან და გინდა თუ არა IBM მომყიდეო გეტყვის.

რაც შეეხება ჩინურ სამზარეულოს, არ ვიცი, მე მაგალითად თვალდახუჭული ვერ ვადიდებ სამზარეულოს, რომლის დევიზია "იჭმევა ყველაფერი, რაც იზრდება ან მოძრაობს".... ჯანმრთელობისთვის ჩინური სამზარეულოს სიკეთე საერთოდ დიდ ეჭვს იწვევს (ყველაფერი კეთდება ადუღებულ ზეთში, თან მრავალჯერადად გამოყენებულში. დასკვნა თითონ გააკეთეთ). მართლა სასარგებლო რომ იყოს, ყველაზე იაფი არ იქნებოდა ნიუ-იორკში (მაკ დონალდსის შემდეგ), იგივე იაპონური სამზარეულოსაგან განსხვავებით.

საერთოდ თუ კაცობრიობის მომავალი აღმოსავლეთი და ყვითელი რასაა, მე იაპონელებს მივცემდი უპირატესობას ყველაფერში.

ახლანდელ ჩინელებს კონფუციუსთან საერთო ისევე არ აქვთ, როგორც თანამედროვე იტალიელებს ლეონარდოსთან ან თანამედროვე ქართველებს შოთა რუსთაველთან.

როდესღაც არაბებს უდიდეს სისასტიკესთან ერთად უმდიდრესი კულტურა შეჰქონდათ დაპყრობილ ქვეყნებში. მექის შავი ქვის შემდეგ ამ კულტურას აღარაფერი შემატებია, სამაგიეროდ ცივილიზაციის ნაყოფები აითვისეს დიდებულად: თავს სჭრიან მოხუც მტირალ კაცს და ვიდეოზე იღებენ, ან 15 წლის გოგოს შახიდის ქამარს უკეთებენ, ხელში Ipod -ს აძლევენ და სასკლაოზე უშვებენ.

დიდი ჩინური კულტურა თავის დროზე დიდ ჩინურ "კულტურულ რევოლუციაში" გადაიზარდა მაოს წყალობით და დღემდე იქიდან ვერ გამოსულა. ბეღურებს მართალია აღარ ხოცავენ მილიონობით (პურის მარცვლებს გვიჭამენო) და წითელი წიგნაკებს აღარ კოცნიან მასიურად დღეში 30-ჯერ, მაგრამ სამაგიეროდ მკბენარივით ესევიან ყველაფერს და ყველას, სადაც კი გამრავლების შანსი ეძლევათ.


რაც ბევრია, კარგი ვერ იქნება, ხალხო, ლავუაზიეს კანონია..

(ეს ჩემს პოსტებზეც ვრცელდება, ალბათ. მაპატიეთ თავი თუ მოგაბეზრეთ )

<{POST_SNAPBACK}>



ნატო, ყურადღებით წავიკითხე შენი პოსტი- --

ძალიან კარგად მესმის რასაც წერ და რასაც გულისხმობ - მაგრამ ვერ დაგეთანხმები, რომ არაჩინელი პროფესიონალი ოდესმე იქნება დაჩაგრული ჩინელი არაპროფესიონალისგან --/ბოდიში ეროვნებაზე მახვილისათვის/

ვერანაირად ვერ დავეთანხმები ამას და პირიქით - ისევე, როგორც კარგ და ძლიერ ჩინელ პროფესონალს რომ ვერ შეანაცვლებ არაჩინელ დილეტანტთან--

რაც აქვთ, აქვთ: შრომისუნარიანობა, მიზანდასახულობა, ბევრჯერ ხარისხი და ა.შ.

ისინი განსხვავებული რასის წარმომადგენლები არიან, კი, არის რაღაც არასასიამოვნო მომენტები მათი მხრიდან, მაგრამ ეს მინუსები არანაირად არ უნდა განვიხილოთ როგორც მთლიანად მასის და ერის ნაკლოვანება--

ალბათ, გარკვეული წილი სიმართლე არის შენს ზოგად მიმოხილვაში, მაგრამ ასე მთალდ ხალხის მიმართ უარყოფითი განწყობა, მგონი არ არის დადებითი საზოგადოებისათვის- -- ჩვენ, ქართველებს გადაგვხედე- ვართ კი იმდენად იდეალურები და კარგები ყველაფერში ? მოვწონვართ კი მსოფლიო საზოგადოებას მთლიანობაში ??? რა რეპუტაცია აქვთ ქართველებს საზღვარგარეთ / მე ყველაზე არ ვამბობ,რა თქმა უნდა, მაგრამ ხომ ვიცით, როგორ იჩენს თავს ბევრი ჩვენი მამულიშვილი "ფირმაში" და ეს პროცენტი გაცილებით , გაცილებით აჭარბებს "კარგი და დადებითი " და მართლა სახელგანთქმული ქართველების რიცხვს , სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია/ და მერე დავიწყოთ სხვა რასების განსჯა ...

ასე რომ, ოდნავ კარგი თვალით შეხედე ამ ხალხს -- უნდა ვიცოდეთ მათი მინუსები, მაგრამ +-ებიც არ უნდა გვავიწყდებოდეს :)

საუკეთესო სურვილებით:)
Dea Shapatava
JSC Cartu Group
Tbilisi, 39 a Chavchavadze avenue
Tel.: 995 32 292219
Fax:. 995 32 230657
Mob.:995 77 403091
995 95 222244

#35 Nato Nartkoshvili

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 48 გამოხმაურება
0

დაწერილია 22 November, 2005 - 02:41

[quote name='Dea Shapatava' date='Nov 21 2005, 06:10 AM']
რა რეპუტაცია აქვთ ქართველებს საზღვარგარეთ / მე ყველაზე არ ვამბობ,რა თქმა უნდა, მაგრამ ხომ ვიცით, როგორ იჩენს თავს ბევრი ჩვენი მამულიშვილი "ფირმაში" და ეს პროცენტი გაცილებით , გაცილებით აჭარბებს "კარგი და დადებითი " და მართლა სახელგანთქმული ქართველების რიცხვს , სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია/ და მერე დავიწყოთ სხვა რასების განსჯა ...
[right]<{POST_SNAPBACK}>[/right]

მე ჩინელების გულში ჩახუტების სურვილი არ მესმის, თორემ ყველა რასას და კულტურას ალბათ აქვს რაღაც საინტერესო (ამ შემთხვევაში გამრავლების სურვილი და უნარი ).
მე არ მინდა რომ საქართველო მშვიდობიანად დაიპყრონ და სათარეშოდ გაიხადონ მონღოლოიდებმა და სხვადასხვა ჯურის მომთაბარეებმა, რაც უკვე ხდება ევროპაში და ამერიკაში. პარიზის გარეუბნების კოშმარი და ლონდონის მეტროს ტრაგედია მონაგონია იმასთან, რაც ევროპას მოელის იდიოტურად ლიბერალური და გულშიჩამხუტებელი პოლიტიკის გამო. მალე პარიზი მუეძინის ყივილით გაიღვიძებს და დედოფალ ელისაბედს ჩადრით მოუწევს ქვეშემრდომებთან გამოსვლა, ემანდ ვინმეს რელიგიური გრძნობები არ შევულახოო.

ჩინელების საფრთხე რუსეთის შორეულმა აღმოსავლეთმა უკვე კარგად გაიაზრა, მაგრამ ცოტა გვიან არის... ჩინური კოლონიებია შექმნილი, სადაც რუსი ფეხს ვეღარ დგამს. რატომ გგონიათ რომ იგივე არ მოხდება ჩვენთან? თუ "დასავლეთ ჩინეთის ავტონომიისთვის" შემონახული გვაქვს კიდევ რაღაც ტერიტორია? საერთო საზღვრის უქონლობა არაფერს არ ნიშნავს. ეკონომიური ექსპანსიის სტრატეგია და ტაქტიკა მაგათზე უკეთესად არავინ იცის და ისე გადაგვყლაპავენ, რუსი სანატრელი შეგვექმნება.

რაც შეეხება ქართველების რეპუტაციას, სხვაგან არ ვიცი და ნიუ-იორკში ქართველების საერთოდ არსებობის შესახებ მარტო თავად ქართველებმა და ბრაიტონელმა "რუსებმა" თუ იციან.
ნუ გეშინიათ, სხვა ქვეყნებში ჩვენი ყოფაქცევის შელახული რეპუტაციის საკითხში მსოფლიოს 190 მეორასედი გვისწრებს წინ (ამერიკელების ჩათვლით) და ძაან უნდა ვეცადოთ რომ სალაპარაკო გავხდეთ. აი ცოტა ერთმანეთის ჭამის და მონელების პროცესს რომ შევანელებდეთ, არ იქნებოდა ცუდი. თუმცა მაგაშიც ბევრი გვჯობნის, დამიჯერეთ.

რედაქტორი Nato Nartkoshvili, 22 November, 2005 - 23:41.


#36 Teona Grdzelishvili

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,785 გამოხმაურება
1

დაწერილია 22 November, 2005 - 12:44

Lasha Shamatava, Nov 21 2005, 02:28 AM -ში, განაცხადა:

ჩვენ, ქართველები, ხომ სულ მთლად ანგელოზები ვართ, განსაკუთრებით ცივილიზებული უცხოელების თვალში...

<{POST_SNAPBACK}>


საშინლად მაღიზიანებს ეს განსაზღვრება, რაც შეეხება ჩვენგან უფრო მეტად ცივილიზებულ უცხოელებს, და ეს დროის "მონაპოვარია", არადა არავის ჩამოუვარდება საქართველოს მოქალაქე, იგივე ევროპაში ორი განვითარებული ქვეყანა ერთმანეთის გვერდით არსებობს, და ერთში საშინელი წესრიგი სუფევს, ხოლო მეორეში საშინელი უწესრიგობა, და არა იმიტომ რომ ბევრი ემიგრანტია იქ
TEONA GRDZELISHVILI

Head of Human Resources Department

Rompetrol Georgia
Energy for life

Fill&Go - powered by Rompetrol

#37 Dea Shapatava

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 603 გამოხმაურება
0

დაწერილია 22 November, 2005 - 14:01

[/quote]
[quote name='Nato Nartkoshvili' date='Nov 22 2005, 02:41 AM']მე ჩინელების გულში ჩახუტების სურვილი არ მესმის, თორემ ყველა რასას და კულტურას ალბათ აქვს რაღაც საინტერესო (ამ შემთხვევაში გამრავლების სურვილი და უნარი ).
მე არ მინდა რომ საქართველო მშვიდობიანად დაიპყრონ და სათარეშოდ გაიხადონ მონღოლოიდებმა და სხვადასხვა ჯურის მომთაბარეებმა, რაც უკვე ხდება ევროპაში და ამერიკაში. პარიზის გარეუბნების კოშმარი და ლონდონის მეტროს ტრაგედია მონაგონია იმასთან, რაც ევროპას მოელის იდიოტურად ლიბერალური და გულშიჩამხუტებელი პოლიტიკის გამო. მალე პარიზი მუეძინის ყივილით გაიღვიძებს და დედოფალ ელისაბედს ჩადრით მოუწევს ქვეშემრდომებთან გამოსვლა, ემანდ ვინმეს რელიგიური გრძნობები არ შევულახოო.

ჩინელების საფრთხე რუსეთის შორეულმა აღმოსავლეთმა უკვე კარგად გაიაზრა, მაგრამ ცოტა გვიან არის... ჩინური კოლონიებია შექმნილი, სადაც რუსი ფეხს ვეღარ დგამს. რატომ გგონიათ რომ იგივე არ მოხდება ჩვენთან? თუ "დასავლეთ ჩინეთის ავტონომიისთვის" შემონახული გვაქვს კიდევ რაღაც ტერიტორია? საერთო საზღვრის უქონლობა არაფერს არ ნიშნავს. ეკონომიური ექსპანსიის სტრატეგია და ტაქტიკა მაგათზე უკეთესად არავინ იცის და ისე გადაგვყლაპავენ, რუსი სანატრელი შეგვექმნება.
[right]<{POST_SNAPBACK}>[/right][/quote]

ნატო , ოდნავ მძაფრი პროგნოზია- არც ისეთი საფრთხის წინაშე ვართ- ჩვენ ბევრი სხვა და უფრო რალური მტერი გვყავს :)
Dea Shapatava
JSC Cartu Group
Tbilisi, 39 a Chavchavadze avenue
Tel.: 995 32 292219
Fax:. 995 32 230657
Mob.:995 77 403091
995 95 222244

#38 Nato Nartkoshvili

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 48 გამოხმაურება
0

დაწერილია 23 November, 2005 - 01:05

ყველანაირ საქონელს თავისი მყიდველი ჰყავს.

რა ვქნა, ჩინურ სამზარეულოს იტალიური მირჩევნია, ჩინურ პალტოს ინგლისური და ჩინურ კომპიუტერს- იაპონური. მეზობლადაც და მეგობრადაც ევროპელი ან თეთრი ამერიკელი მირჩევნია ჩინელს, ბახრეინელს და ახალზელანდიელ აბორიგენს. ასეთი რასისტული გემოვნება და პრიორიტეტები მაქვს.

დიდი მადლობა პოლიტკორექტულობის გაკვეთილისთვის. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ყველა წამოწყებაში.

#39 Nato Nartkoshvili

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 48 გამოხმაურება
0

დაწერილია 23 November, 2005 - 03:18

ბატონ ლადოს და ბატონ ლაშას მინდა ვუპასუხო:

1) სიტყვა მაფია იტალიიდან მოდის, ჩინელები თავის კლანებს სხვა სახელს უწოდებენ. პრობლემა ის არის რომ იტალიელებმა ამერიკაში მაფიის გარდა ლას ვეგასის დაარსება შესძლეს (სხვა რომ არაფერი ვახსენოთ). ჩინელებმა კი-ჭუჭყიანი და კრიმინალური ჩაინა თაუნის. რუსული რეკლამისა არ იყოს, "პაჩუვსტვუიტე რაზნიცუ". ჩინელი სხვა ქვეყანას პატარა ჩინელების გარდა არაფერს შემატებს. ეს მათი პრინციპია.

2) მე ჩინეთში საწარმოების გახსნა -დახურვა არ მაღელვებს. მე ვლაპარაკობ ამერიკასა და ევროპაში ცივილიზებული საწარმოების ე.წ. swetshop-ებით შენაცვლებაზე. თუ წარმოების ცივილიზებულ განვითარებას ეს პირველყოფილი ინდუსტრია გირჩევნიათ, ეგ თქვენი საქმეა.
3) გეთანხმებით, რომ უმუშევრად დარჩენილი ამერიკელების პრობლემა ჩინელების შექმნილი არ არის. ჩინელები მხოლოდ შრომის იარაღია კორპორაციების ხელში. მაგრამ ეს არაფერს არ ცვლის. იგივე დღე გვადგას ჩვენც, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ამერიკელს ოდესღაც მაინც ჰქონდა რაღაც, სანამ თავისივე ამერიკელი ჩინურ ნაგავში არ გაცვლიდა.
4) ეგზოტიკურ საჭმელებს, როგორიცაა ლოკოკინის ტოლმა, ტარაკნის ჩახოხბილი, ჭიაყელას ფხალი და ა.შ. არ გეახლებით. ამიტომ ვწუხვარ, რომ ფრანგულ ბაყაყებზეც ვერაფერს გეტყვით.
5) მე მგონი რასისზმზე ცოტა უცნაური წარმოდგენა გაქვთ. ფეხსაცმლის ყუთში ცხოვრება და ძაღლის ხორცის ჭამა გახლავთ ფაქტი. ისიც ფაქტია, რომ ჩინელებს IBM -ის ყიდვა უნდათ. რუსი ამას ქართველზე ვერ იტყვის იმ უბრალო მიზეზის გამო ,რომ ჩვენ სახლებში ვცხოვრობთ, ხაჭაპურს ვჭამთ და IBM-ის ნაცვლად ჩინურ "ბარახლოს" ვყიდულობთ. ისე ამ "ბარახლოს" შემოტანას ჩინელების შემოყოლება რად უნდა ვერ გავიგე. ქართველები ვერ ჩამოიტანენ?

მსოფლიოს რესურსების უსამართლოდ განმკარგველი ამერიკელების "დასაცავად" მინდა შეგახსენოთ რუსები, არაბები და სამხრეთ ამერიკელი შავკანიანები. ამათზე დიდ რესურსი ქვეყანაზე არავის აქვს და როგორაც პატრონობენ, ქე ვხედავთ. განსაკუთრებით მეამაყება რასიზმზე და აპარტეიდზე საბოლოოდ გამარჯვებული სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ნელსონ მანდელას ხელმძღვანელობით. შესაშური პროგრესია...

6) ჩინური ელექტრონიკის ხარისხზე ლაპარაკი ძალიან სასაცილოა. ჩინელებმა ვერაფერიც ვერ მოახერხეს -ტექნოლოგია აბსოლუტურად ევროპული და ამერიკულია. მასალაა დაბალი ხარისხის და მუშახელია იაფი. ეს არის და ეს. აი, როცა ჩინელები თუნდაც ფორდის ხარისხის ავტომობილს ან თუნდაც სამსუნგის ხარისხის ტელევიზორს შექმნიან თავისი საკუთარი, ხაზს ვუსვამ, საკუთარი ტექნოლოგიით, მაშინ ვილაპარაკოთ. ნურაფერს მეტყვით ჩინურ ჯიპზე, ძალიან გთხოვთ. რუსების გაკეთებული "რენო" მახსენდება.

ჩინეთის არაამბიციურობაზე რუსეთთან ერთობლივად ჩატარებული სამხედრო წვრთნები მიუთითებენ. თუმცა ჩინეთის დაჩოქებას არაფერი არ უნდა : გამოიტანე ამერიკულიდა ევროპული ინვესტიციები და მორჩა, ისევ ბეღურებს დაუწყებენ ხოცვას. ამიტომაც არავის არ ეშინია მაგათი კუნთების თამაშის. საშიში სწორედ მაგათი იაფი მუშახელის და უხარისხო საქონელის შემოსევაა.

რედაქტორი Nato Nartkoshvili, 23 November, 2005 - 04:04.


#40 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 24 November, 2005 - 00:31

Nato Nartkoshvili, Nov 22 2005, 03:41 AM -ში, განაცხადა:

მე ჩინელების გულში ჩახუტების სურვილი არ მესმის, თორემ ყველა რასას და კულტურას ალბათ აქვს რაღაც საინტერესო (ამ შემთხვევაში გამრავლების სურვილი და უნარი ).
მე არ მინდა რომ საქართველო მშვიდობიანად დაიპყრონ და სათარეშოდ გაიხადონ მონღოლოიდებმა და სხვადასხვა ჯურის მომთაბარეებმა, რაც უკვე ხდება ევროპაში და ამერიკაში. პარიზის გარეუბნების კოშმარი და ლონდონის მეტროს ტრაგედია მონაგონია იმასთან, რაც ევროპას მოელის იდიოტურად ლიბერალური და გულშიჩამხუტებელი პოლიტიკის გამო. მალე პარიზი მუეძინის ყივილით გაიღვიძებს და დედოფალ ელისაბედს ჩადრით მოუწევს ქვეშემრდომებთან გამოსვლა, ემანდ ვინმეს რელიგიური გრძნობები არ შევულახოო.

<{POST_SNAPBACK}>


მოკლედ, არ გინდა გლობალიზაცია კატეგორიულად?
ის ხომ გინდა, რომ საქართველოში ვერ დაიმკვიდრე ადგილი, ამერიკაში რომ ხარ? ჩინელს არ უნდა ჰქონდეს ამის უფლება? რადგანაც ბევრნი არიან, კომპაქტურადაც ცხოვრობენ. ამაში განსაკუთრებულად საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. ეს ქვეყანა და საერთოდ დედამიწა პირველ რიგში ადამიანის საკუთრებაა და არა მაინც და მაინც რომელიმე ეროვნების ან რასის... ჩინელიც ადამიანია და მორჩა ამაზე საუბარი - სადაც ურჩევნია იქ იცხოვრებს. მთავარია სხვა ეროვნებების ძალადობრივი ასიმილაცია არ დაიწყონ. :rolleyes:

რედაქტორი Lasha Shamatava, 24 November, 2005 - 00:36.

Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share