ნახტომი





- - - - -

CIF -ის განმარტება


გამოხმაურებათა რაოდენობა: 1

#1 mariami9

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 1 გამოხმაურება
0

დაწერილია 02 August, 2017 - 17:39

მოგესალმებით,

ხომ არ იცით CIF- ის ზუსტი განმარტება ? გასაგებია რომ საერთაშორისო გადაზიდვების დროს გამოიყენება, თუმცა მჭირდება ზუსტი განმარტება, თუ რასაკვირველია შეგიძლიათ დამეხმაროთ, მადლობა.

#2 madmax

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 1 გამოხმაურება
0

დაწერილია 16 September, 2017 - 20:23

მოგესალმებით ყველას, CIF ტერმინთან დაკავშირებით მქონდა 2 ასეთი უცნაური შემთხვევა და მინდა მივიღო რაიმე სახის ინფორმაცია, სასურველი იქნება ამ საქმეში კომპეტენტური პირისაგან....
ჩინეთში შევიძინე დანადგარი, გავაფორმეთ ყველა სახის დოკუმენტაცია და ხელშეკრულებები, მათ შორის ინვოისი რომელშიაც გარკვევითაა მითითებული CIF to Poti.. ანუ გადახდილი მქონდა ყველა სახის გადასახადები, ამის შემდგომ 1 თვის შემდეგ მირეკავენ უკრაინის ოდესის პორტიდან, მომდის მესიჯი მეილზე, რომ (თქვენ ამა და ამ პიროვნებას გეკუთვნით ესა და ეს ტვირთი) ანუ...ქონდათ ჩემი ნომერიც და მეილიც, იცოდნენ ტვირთის წონაც,....... და მთხოვენ, რომ სასწრაფოდ მივაწოდო დოკუმენტაციის ასლები და სატერმინალო მომსახურების თანხა 450 დოლარი ჩამერიცხა ერთ-ერთ გადამზიდავი კომპანიის ანგარიშზე, წინაღმდეგ შემთხვევაში 5 დღის ვადის გადაცილების შემთხვევაში დამეკისრებოდა ჯარიმები და რა ბედი ეწეოდა ჩემს საქონელს არავინ იცის.....მოკლედ, რა უნდა მექნა, ეს ყველაფერი შევასრულე და საქონელიც ჩამოვიდა საქართველოში..... საკვირველი ის იყო რომ საბაჟოზე ვერავინ გამცა პასუხი- რის საფუძველზე წამართვეს ეს თანხა უკრაინელებმა, ასევე გაოცებულები იყვნენ გამომგზავნები, მაგრამ ვერაფერს მივაღწიე....
როგორღა უნდა დააზღვიოს ადამიანმა თავისი ტვირთი, როდესაც CIF ტერმინი სწორედ ამას გულისხმობს, რომ ასეთი შემთხვევები თავიდან ავიცილოთ..
მე ვფიქრობ რომ ეს არის კარგად მოფიქრებული კორუფციული სქემა და სერიოზული შანტაჟი....



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share